დაჭაობებული ქობულეთი - ჩინური "სინოჰიდროს" დაგებული გზის ნაკვალევი (ფოტორეპორტაჟი)

დაჭაობებული ქობულეთი - ჩინური "სინოჰიდროს" დაგებული გზის ნაკვალევი (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წიაღის ეფექტური გამოყენების ინიციატივით გამოდის და საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლას ითხოვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

''ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოს დაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიანბ ევრის ხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების.“ - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
 
პრემიერის ეს გადაწყვეტილება უკვე ვეღარ უშველის იმ მდგომარეობას, რაც აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთშია. ადგილი, სადაც ერთ დროს საყანე ფართები იყო, ახლა ჭაობადაა ქცეული.
 
ჩინურ კომპანია "სინოჰიდროს" სწორედ სახელმწიფომ მისცა ის პრივილეგიები, რის შემდეგაც ისეთი მდგომარეობა მივიღეთ, როგორსაც ჩვენს სტატიაში წარმოდგენილ ფოტოებზე ხედავთ.
 
კომპანია "სინოჰიდროს", რომელიც აჭარაში ქობულეთის შემოვლით გზას აშენებდა, სახელმწიფომ არაერთხელ გაათავისუფლა  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.
 
"სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ12+400 და კმ31+259 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, შპს "კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“  გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხუცუბანის მიმდებარე  ტერიტორიაზე მოიპოვოს  288 000 მ​3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X დაYკო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში" - ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივნისის დადგენილებაში.
 
დღეს, აჭარაში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ ინერტული მასალის, ხრეშის ამოღების გამო, სასოფლო-სამეურნეო ფართები დატბორილია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო ფართებიდან ხრეშის ამოღება ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრომ" აწარმოა. სოფელ ხუცუბანში, ჭიანეთის დასახლებაში მცხოვრები მაყვალა ჯაფარიძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ კომპანიამ, მის სასოფლო-სამეურნეო ფართზე ისე აწარმოა წიაღის ამოღება, რომ მეპატრონისგან ნებართვა არ მიუღია.

"ჩემი მიწიდან ისე ამოიღეს ხრეში, რომ ნებართვა არ მიმიცია. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ვისი მიწითაც ისარგებლეს, ყველას კომპენსაცია გადაუხადეს. მე კი არაფერი მიმიღია. ახლა ისეა დატბორილი ჩემი მიწის ნაკვეთი, რომ როგორც მითხრეს მისი გამოყენება დაახლოებით 100 წელი შეუძლებელია".
 
განმცხადებელმა2016 წლის 7 სექტემბერსწერილით მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან გაცემულ იქნა მიწის შესყიდვის და კომპენსაციის თანხებიც, თუმცა აღნიშნული სიკეთით არ უსარგებლია ოჯახს. შესაბამისად, მოითხოვა საკითხში გარკვევა და კანონიერი მოქმედებების განხორციელება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 22 სექტემბრის #2/07/8225 წერილის თანახმად, დადგინდა, რომ განმცხადებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ინერტული მასალების ამოღებას ახდენდა შპს "კორპორაცია სინოჰიდრო", ხოლო ინერტული მასალის ამოღებაზე და მოსახლეობასთან კომპენსაციის საკითხებზე ურთიერთობის საკითხებზე საზედამხედველო ფუნქციას ახორციელებდა კომპანია:"DOHWA Consulting Engineers Co, Ltd".დეპარტამენტის წერილით აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს მხრიდან საკომპენსაციო ანაზღაურება არ განხორციელებულა, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობი, საპროექტო გზის განვითარების ზოლიდან (მშენებარე გზის საზღვრები) თითქოსდა დაცილებული აღმოჩნდა დაახლოებით 1500 მ მანძილით და შესაბამისად, აღნიშნულის გამო, მიწის შესყიდვა და განსახლების გეგმაში მისი კომპენსირების საკითხი ვერ იქნებოდა განხილული. 

რაც შეეხება კომპანია "DOHWA Consulting Engineers Co, Ltd"2016 წლის 16 სექტემბრისწერილს, რომელიც განმცხადებელმა დეპარტამენტის წერილთან ერთად მიიღო, აღნიშნულია, რომ კარიერის ტერიტორიაზე მიწის გამოსყიდვა არ შესრულებულა. კომპანია "კორპორაცია სინოჰიდრომ" მისთვის საჭირო ტერიტორიები დაიქირავა მიწის ნაკვეთების მფლობელებისგან და გაფორმდა მათთან საიჯარო ხელშეკრულებები. წერილის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა დაქირავებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას. ამასთან, კომპანიამ რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი გამორიცხა განმცხადებლის მიერ დასახელებულ ფიზიკურ პირებთან, რომლებიც თავის დროზე, განმცხადებლის ოჯახთან მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. 

მაყვალა ჯაფარიძის უფლებების დამცველმა,"ახალგაზრდა ადვოკატების"ხელმძღვანელმაარჩილ კაიკაციშვილმა2017 წლის 17 ოქტომბერს საჩივრით მიმართა საქართველოს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს, თუმცა ამ ფაქტს მათი მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც არჩილ კაიკაციშვილი"აიპრესთან" საუბრისას აცხადებს:

"წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში, იურიდიული ნების საწინააღმდეგოდ, გამოყენებულ იქნა მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობის ფაქტიც დადგენილია, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ამასთან მწარმოებელი კომპანიის მიერ. ამასთან, დადგენილია, რომ ოჯახს არ მიუღია საკუთრების უფლებით სარგებლობისთვის კომპენსაცია. არ გაფორმებულა მიწის ფართობის დროებით გამოყენებაზე ხელშეკრულება.

მოქალაქეს გააჩნია კანონიერი უფლებები და ინტერესები, მისი ქონებრივი უფლებების შელახვიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან მოითხოვოს დაცვის შესაბამისი ზომები.

ამასთან, სამართლიანად მიიღოს კომპენსაცია და განისაზღვროს გამოყენებული მიწის ფართობის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ღონისძიებები.

მოცემულ დრომდე, სახელმწიფოს ინფორმირების მიუხედავად, მოქალაქის კანონიერი ინტერესები კვლავ დაუცველია. შესაბამისად, მხარე დაინტერესებულია საკითხზე დაიწყოს ადმინისტარციული წარმოება და დაკმაყოფილდეს მისი კანონისმიერი მოთხოვნები.“

დეტალების გასარკვევად,"სინოჰოდროს"იურისტსბადრი ღაღაიშვილსდავუკავშირდით.

- ისარგებლა თუ არა ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ჭიანეთის დასახლებაში, მაყვალა ჯაფარიძის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით(6000 კვ.მ.) მესაკუთრის ნების გარეშე, საიდანაც ინერტული მასალა, კერძოდ, ქვიშა ამოიღო. დაარღვია თუ არა ამ ქმედებით კომპანიამ კერძო საკუთრების უფლება?

_
არა! არანაირი კერძო საკუთრების უფლება კომპანიას არ დაურღვევია. იმ ზონიდან, რასაც თქვენ ბრძანებთ, რა თქმა უნდა მოიპოვა შპს "კორპორაცია სინოჰიდრომ" ინერტული მასალა, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა ლიცენზიისგან გათავისუფლების საბუთი, 3-თვიანი მოპოვების უფლებით. აქედან გამომდინარე ჩვენ სახელმწიფომ გადმოგვცა უშუალოდ და მოვიპოვეთ.

_ სახელმწიფომ თქვენ გადმოგცათ წიაღის მოპოვების უფლება და არა კონკრეტული პირის კერძო საკუთრებიდან ამოგეღოთ წიაღი...

_
არა! მაყვალა ჯაფარიძე ვინ არის საერთოდ ვერ გიპასუხებთ. როდესაც გაიცემა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების განკარგულება, ამ განკარგულებას თან ახლავ კოორდინატების რუქა, რა კოორდინატებშიც მე მეძლევა უფლება, მოვიპოვო წიაღისეული. აღნიშნულ განკარგულებას ზედამხედველობას უწვევს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური. ასე რომ ჩვენ მოვიპოვებდი კონკრეტულ კოორდინატებში, რომელიც სახელმწიფომ გადმოგვცა და იმის იქით ჩვენ გადასვლის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ვერ გავცდებოდით იმ კოორდინატებს.

სახელმწიფო კი, მაყვალა ჯაფარიძის საკუთრებას ვერ გადმოგვცემდა. ჩვენ გადმოგვცემდა მხოლოდ სახელმწიფო ტერიტორიას.

_ თუ სახელწმიფო ტერიტორია იყო, მოსახლეობას კომპენსაციას რისთვის უხდიდით?! კომპანია „სინოჰიდრომ“ ვისი სასოფლო-სამეურნეო მიწით ისარგებლა და ამოიღო ხრეში, კომპენსაციის თანხა გადაუხადა. თუმცა, მაყვალა ჯაფარიძის სასოფლო-სამეურნეო ფართის სარგებლობისთვის, საიდანაც ინერტული მასალა ამოღეო, კომპენსაცია არ გადუხდია...

_
ეს მეორე საკითხია. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი განკარგულება, ჩვენ გვქონდა ორი განკარგულება.

პირველი განკარგულება იყო, სადაც "სინოჰიდროს" ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ერთ-ერთ შპს-სთან, რომელიც უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა ადგილობივი მაცხოვრებლები, თუ ვინმეს სარგებლობაში იყო მიწა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებდა, კეთილ ნებას იჩენდა "სინოჰიდრო" ხალხი არ ყოფილიყო უკმაყოფილო. აი, ამ შემთხვევაში, იმ კომპანას, რომელსაც "სინოჰიდრომ" თანხა გადაუხადა და მან არ გასცა მაყვალა ჯაფარიძეზე, ეს "სინოჰიდროს" პრობლემა არ არის.

_ რომელ კომპანიაზეა საუბარი?

_
ვერ გეტყვით. ეს არის 4-5 წლის წინანდელი საქმეა. იმდენ კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა, ზეპირად ამ კომპანიის სახელს ვერ დაგისახელებთ.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც "სინოჰიდრომ" გააფორმა მოსახლეობასთან ხელშეკრულება, ასეთი სიტუაცია იყო: წინასწარ, სანამ მივიღებით თანხმობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მოსახლეობის საკუთრება, სარგებლობაში ჰქონდათ კონკრეტულ ოჯახებს, კი ბატონო, გავაფორმეთ ხელშეკრულება, კეთილი ნება გამოვიჩინეთ და გავეცით კომპენსაციები, ისიც იმიტომ, რომ ვიცოდით, სარგებლობდნენ ამ მიწის ნაკვეთებით.

როგორც ასეთი, საკუთრება მაყვალა ჯაფარიძის არ იყო, ეს იყო სარგებლობის უფლებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გადახდილი გვაქვს ამაზე თანხა კონკრეტულ ფირმასთან, რომელსაც ამ წუთას ვერ გისახლებთ.

თუ ის კონკრეტული ფირმა არ მივიდა, მაყვალა ჯაფარიძესთან და არ მივიდა ეს თანხა, არ არის გამორიცხული, რომ მისი მიწის ნაკვეთით ვიღაცამ ისარგებლა. იქნებ თანხა გაცემულია ამ ტერიტორიაზე, ოღონდ სხვაზე?! ხდება, როდესაც სარგებლობის უფლებაზეა საუბარი. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი იძახის ჩემია, მეორე იძახის ჩემია, ადგილობრივ მოსახლეობას შორის გაურკვეველი სიტუაციაა. შეიძლება ასეთ ფაქტთან გვქონდეს ადგილი.

კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელსაც მიუთითებს მაყვალ ჯაფარიძე, თანხა გაცემულია, ოღონდ არა მაყვალა ჯაფარიძეზე, არამედ იმ პიროვნებაზე, ვინც მოიტანა საბუთი ადგილობრივი თვითმმართველობიდან, რომ მას ნამდვილად სარგებლობაში ჰქონდა. შეიძლება ასეთ გაუგებრობას ჰქონდეს აქ ადგილი.

4 წელია "სინოჰიდროს" იურისტი ვარ და არ გვქონია ფაქტი, გვესარგებლა ვინმეს მიწის ნაკვეთით, საკუთრებით და დაგვერღვია მისი უფლება.

ხელშეკრულება გინახიათ?! რომელი ხელშეკრულებით მელაპარაკებით სადაც გვიწერია, რომ თავდაპირველ მდომარეობაში უნდა დაბრუნებულიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მივიღეთ, სახელმწიფომ გავათავისუფლა, ე.ი. აუქციონის გარეშე პირდაპირი განკარგვით გადმოგვცა და იქ პირობებში გვიწერია, რომ მოპოვების შემდეგ რეკულტივაცია უნდა მოგვეხდინა.

რეკულტივაცია არ ნიშნავს თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას. ეს ნიშნავს, სანამ დაიწყებ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, უნდა მოიხსნას ნაყოფიერი ფენა, დასაწყობდეს, სასარგებლო წიღისეულის მოპოვების შემდეგ ჩაიყაროს ეს ნაყოფიერი მიწა და მოსწორდეს. ის თავდაპირველ მდგომარეობაში ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ ნაყოფიერი ფენა შეიძლება იყოს 1 ფენა, რომელსაც ასაწყობებ, 1 მეტრის შემდეგ მოდის ქვიშა ხრეში, რომლის ამოღების ნებართვა გვქონდა ერთ შემთხვევაში 4 მეტრის სოღრმეზე, მეორე შემთხვევაში 5 მეტრის სიღრმეზე. ასე რომ 5 მეტრიან ღრმულს 1 მეტრიანი ნაყოფიერი ფენა ვერ ამოავსებს, რეკულტივაცია უნდა გაგვეკეთებიანი, რაც ჩვენს მიერ იქნა გაკეთებული და ეს იქნა გარემოს დაცვის სზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმებული. ჩვენ არანაირი ზიანი მიგვიყენებია არც გარემოსთვის და არც მოსახლეობისთვის.

მიადგა თუ არა ზიანი გარემოს და ჰგავს თუ არა ეს ყველაფერი რეკულტივებულს, შეგიძლიათ თავად განსაჯოთ...


პ.ს. "აიპრესი" გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას, რა მდომარეობაში დღეს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ ინერტული მასალის, ხრეშის ამოღების გამო, სასოფლო-სამეურნეო ფართები. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517