დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

ადმინისტრატორი

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში მოქმედ საახალწლო ქალაქში სტეფანეს კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. 

თბილისის მერმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

„მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატების წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, იმ სურვილების ასრულების წელი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი საახალწლოდ იფიქრებს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის განწყობა რომელიც ახალი წლის დღეებში იყო, შეგინარჩუნოთ, ოღონდ არა კონცერტებითა და თეატრალური სპექტაკლებით, არამედ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, იმ პროექტებით, რომლის განხორციელებასაც 2018 წელს ვაპირებთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა კონცერტისა, დედაენის ბაღში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის 12 საათიდან გაიხსნა საახალწლო ბაზრობა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი და ნუგბარი, ასევე, შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი. საახალწლო ბაზრობის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ატრაქციონების პარკი.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა
10:57 | 14 იანვარი, 2018

თბილისის მერმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

„მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატების წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, იმ სურვილების ასრულების წელი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი საახალწლოდ იფიქრებს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის განწყობა რომელიც ახალი წლის დღეებში იყო, შეგინარჩუნოთ, ოღონდ არა კონცერტებითა და თეატრალური სპექტაკლებით, არამედ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, იმ პროექტებით, რომლის განხორციელებასაც 2018 წელს ვაპირებთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა კონცერტისა, დედაენის ბაღში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის 12 საათიდან გაიხსნა საახალწლო ბაზრობა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი და ნუგბარი, ასევე, შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი. საახალწლო ბაზრობის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ატრაქციონების პარკი.

ავტორი: ადმინისტრატორი