ქუთაისში, კაფე-ბარ "სეზამის" დაცვის თანაშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

ადმინისტრატორი

ქუთაისში, უცნობმა პირმა კაფე-ბარ "სეზამის" დაცვის თანაშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი ბარში შესვლას საკუთარი სასმელით ცდილობდა, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა, რასაც თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთმა სტუმარმა დაცვის თანამშრომელი დაჭრა და მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

ქუთაისში, კაფე-ბარ "სეზამის" დაცვის თანაშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

ქუთაისში, კაფე-ბარ "სეზამის" დაცვის თანაშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს
21:56 | 12 იანვარი, 2018

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთმა სტუმარმა დაცვის თანამშრომელი დაჭრა და მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ავტორი: ადმინისტრატორი