ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება, ნარკოტიკებზე კანონპროექტი პლენარულზე არ გავა

ადმინისტრატორი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, სანამ მცირე ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტზე საპარლამენტი უმრავლესობის პოზიციები არ შეჯერდება, პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გავა.

დღეს აღნიშნული კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიაში განიხილეს. შეხვედრას კანონპროექტის ინიციატორები და  სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ვისაც კანონპროექტთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვეს. 

"როგორც ხედავთ დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციებია. კომიტეტი ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვეთქა, აქამდე რაზე შევჯერდით. დღეს შენიშვნები თუ იყო გამოთქმული, იყო ინიცირებულ ვარიანტზე და არა შეჯერებულ ვარიანტზე, რომელიც კომიტეტზე წარვადგინეთ", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი რამდენიმე კვირის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, სადაც მას მხარი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირეს. 

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება, ნარკოტიკებზე კანონპროექტი პლენარულზე არ გავა

ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება, ნარკოტიკებზე კანონპროექტი პლენარულზე არ გავა
18:59 | 12 იანვარი, 2018

დღეს აღნიშნული კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიაში განიხილეს. შეხვედრას კანონპროექტის ინიციატორები და  სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ვისაც კანონპროექტთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვეს. 

"როგორც ხედავთ დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციებია. კომიტეტი ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვეთქა, აქამდე რაზე შევჯერდით. დღეს შენიშვნები თუ იყო გამოთქმული, იყო ინიცირებულ ვარიანტზე და არა შეჯერებულ ვარიანტზე, რომელიც კომიტეტზე წარვადგინეთ", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი რამდენიმე კვირის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, სადაც მას მხარი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირეს. 

ავტორი: ადმინისტრატორი