გურიაში შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი დაფინანსდა

ადმინისტრატორი

სოციალური პროექტი ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შუამდგომლობით, გურიის გუბერნიის მხარდაჭერით და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "LDS Charities" დახმარებით დაფინანსდა. 

გურიაში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტი დასრულდა. 

პროექტის დახურვის ღონისძიება „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ ცენტრში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე მიესალმა და რეგიონში გაწეული დახმარებისთვის პროექტში მონაწილეებს მადლობის ბარათი გადასცა. ასევე, ისაუბრეს პროექტის შედეგებზე, სხვადასხვა პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე. მადლიერების ნიშნად ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. 

„ოზურგეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის მეტად გაუმჯობესება. ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით „ასოციაცია გურია“ საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. გაწეული დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ეს არ არის ასოციაციის პირველი პროექტი და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ. 

როგორც ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა აღნიშნა, ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურია’’ აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობის საქვაბით, სამზარეულოს ინვენტარით და ბავშვებისთვის გონების განმავითარებელი სათამაშოებით. პროექტი მათი ასოციაციის შუამდგომლობით, გურიის გუბერნიის მხარდაჭერით და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "LDS Charities" დახმარებით დაფინანსდა. უახლოეს მომავალში დასრულდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა დღის ცენტრის აღჭურვის ანალოგიური პროექტის განხილვა.

ღონისძიებას დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მერია ავრცელებს. 
 
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

გურიაში შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი დაფინანსდა

გურიაში შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი დაფინანსდა
17:18 | 12 იანვარი, 2018

გურიაში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტი დასრულდა. 

პროექტის დახურვის ღონისძიება „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ ცენტრში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე მიესალმა და რეგიონში გაწეული დახმარებისთვის პროექტში მონაწილეებს მადლობის ბარათი გადასცა. ასევე, ისაუბრეს პროექტის შედეგებზე, სხვადასხვა პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე. მადლიერების ნიშნად ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. 

„ოზურგეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის მეტად გაუმჯობესება. ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით „ასოციაცია გურია“ საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. გაწეული დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ეს არ არის ასოციაციის პირველი პროექტი და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ. 

როგორც ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა აღნიშნა, ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურია’’ აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობის საქვაბით, სამზარეულოს ინვენტარით და ბავშვებისთვის გონების განმავითარებელი სათამაშოებით. პროექტი მათი ასოციაციის შუამდგომლობით, გურიის გუბერნიის მხარდაჭერით და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "LDS Charities" დახმარებით დაფინანსდა. უახლოეს მომავალში დასრულდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა დღის ცენტრის აღჭურვის ანალოგიური პროექტის განხილვა.

ღონისძიებას დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მერია ავრცელებს. 
 
ავტორი: ადმინისტრატორი