ჯაფარიძე: საპატრიარქოს მიდგომები არ განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან

იაგო ნაცვლიშვილი

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის მაქსიმალური ჩართულობა.

„აიპრესი“ ამ საკითხთან დაკავშირებით „გირჩის“ ლიდერს ზურბ ჯაფარიძეს დაუკავშირდა. დავინტერესდით, რას ფიქრობს ის საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით.
 
მათ შორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან.შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ არ მახსენდება, რომ საპატრიარქოს იგივე განცხადება ალკოჰოლის მომხმარებელ ოჯახის წევრებთან მიმართებაშიც გაეკეთებინოს. როგორ ფიქრობთ რატომ და ეთანხმებით თუ არა მას ამ ნაწილში, რომ აუცილებელია ბავშვები დაცული იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებლისგან?

მე მგონი მაგის მიზეზი მარტივია, ზოგადად ადამიანების აღქმაში და ამ შემთხვევაში საპატრიარქო გამონაკლისი არ არის, ალკოჰოლი ყოველთვის იყოსლეგალური და ამიტომ ის არ აღიქმება როგორც ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება მაგის გამო არის განსხვავებული. ის, რომსაქართველოში სუფრაზე მამებმა შეიძლება შვილებს ღვინო ან არაყი გაასინჯონ, ეს საერთოდ არ ითვლება პროპაგანდად, ან წახალისებად, განსხვავებით იმისგან, რომნარკოტიკი მოახმარონ საკუთარ შვილს, ან ძმიშვილს. როგორც ჩანს საპატრიარქოს მიდგომებიც იდენტურია და არაფრით განსხვავდება საზოაგადოებაში დამკვიდრებულისტერეოტიპებისგან. 
 
რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ სასურველია აქცენტი ალკოჰოლზეც გააკეთოს საპატრიარქომ. მაგრამ, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობა არ აქვსსაზოგადოებაში დამკვიდრებული ხედვებისგან. თითქოს ბავშვი მარიხუანასგან ან სხვა ნარკოტიკისგან უნდა დავიცვათ და თითქოს სხვა რაღაცებისგისგან - ალკოჰოლისგან, ნიკოტინისგან, ან კოფეინისგან დაცვა არ არის მნიშვნელოვანი.
 
რაც შეეხება იმას, რომ მოზარდებს უნდა ჰქონდეთ განათლება და ცნობიერება ამაღლებული ამ კუთხით, ამ ნაწილში თუ ეთანხმებით საპატრიარქოს?

რა თქმა უნდა გააზრებული უნდა იყოს, რომ ნარკოტიკი ნარკოტიკია. არასრულწლოვნები პირველ რიგში ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რა არის ნარკოტიკი, რა ეფექტი აქვსთითოეულ ნარკოტიკს და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს თითოეულმა მათგანმა. ცხადია მათ შორის უნდა მოიაზრებოდეს ალკოჰოლიც. ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს, რომსაჭიროა განათლებისა და ცნობიერების მხრივ მუშაობა მოზარდებთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არასრულწლოვნებს ნარკოტიკებთან მიმართებაში მაქსიმალურიინფორმაცია ჰქონდეთ. პრობლემაა ესეც, რომ არ ისწავლება და ტაბუდადებულია ასეთი რაღაცები. ბავშვებს ვატყუებთ, თითქოს ნარკოტიკები არ არსებობს და შესაბამისად არცარავინც იცის რა ეფექტი აქვს მას. 
 
საპატრიარქოს განცხადებაში იმაზეც არის საუბარი, რომ არ მოხდეს მისი სწრაფად მიღება და საჭიროა საზოგადოების სხვადასხვა ფენების ფართო ჩართულობა. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

მე მგონი ტერმინ "ფართო ჩართულობას" ძალიან გაზვიადებული მნიშვნელობა მიეცა. მაშინ, როდესაც პროცესის ან შეფერხება უნდათ ან დროში გაწელვა. მე მგონი ამშემთხვევაშიც ამაზეა საუბარი. ეს არ არის "გირჩის" კანონპროექტი, მაგრამ დარეგისტრირდა გასული წლის გაზაფხულზე. მას შემდეგ უამრავი განხილვა იყო მოწყობილი. ვისაცა აინტერესებდა, ყველა ჩართული იყო. მათ შორის ჩვენც გვაქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე განხილვაში. უამრავი განხილვა იყო როგორც პარლამენტში, ისეპარლამენტს გარეთ.
 
ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო მასში მონაწილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა. მათ შორის სასულიერო პირებსაც. საუბარი იმაზე, რომ სწრაფად ხდება კანონისმიღება, სასაცილოა. კანონი დაჩაქარებული წესით ერთ კვირაში გადის ხოლმე და ამ კანონპროექტის განხილვა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა, რომელ სისწრაფეზეალაპარაკი?! ვინმემ დაუშალა რომელიმე ინსტიტუტს, ან სასულიერო პირს, რომ მისულიყო და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა?! ახლა რასაც წერენ, იქიდან ჩანს, რომსინამდვილეში კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვთ. რეკომენდაციის სახით რაც აქვთ ჩამოწერილი, პრაქტიკულად ისედაც ასახულია კანონპროექტში”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „აიპრესთან“.
 
იქამდე ჯაფარიძემ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საპატრიარქოს საპატრიარქოს განცხადება ნარკოპოლიტიკაზე, ლევან ვასაძის შიშებს ეფუძნება.
მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

ჯაფარიძე: საპატრიარქოს მიდგომები არ განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან

ჯაფარიძე: საპატრიარქოს მიდგომები არ განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან
16:05 | 12 იანვარი, 2018
„აიპრესი“ ამ საკითხთან დაკავშირებით „გირჩის“ ლიდერს ზურბ ჯაფარიძეს დაუკავშირდა. დავინტერესდით, რას ფიქრობს ის საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით.
 
მათ შორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან.შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ არ მახსენდება, რომ საპატრიარქოს იგივე განცხადება ალკოჰოლის მომხმარებელ ოჯახის წევრებთან მიმართებაშიც გაეკეთებინოს. როგორ ფიქრობთ რატომ და ეთანხმებით თუ არა მას ამ ნაწილში, რომ აუცილებელია ბავშვები დაცული იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებლისგან?

მე მგონი მაგის მიზეზი მარტივია, ზოგადად ადამიანების აღქმაში და ამ შემთხვევაში საპატრიარქო გამონაკლისი არ არის, ალკოჰოლი ყოველთვის იყოსლეგალური და ამიტომ ის არ აღიქმება როგორც ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება მაგის გამო არის განსხვავებული. ის, რომსაქართველოში სუფრაზე მამებმა შეიძლება შვილებს ღვინო ან არაყი გაასინჯონ, ეს საერთოდ არ ითვლება პროპაგანდად, ან წახალისებად, განსხვავებით იმისგან, რომნარკოტიკი მოახმარონ საკუთარ შვილს, ან ძმიშვილს. როგორც ჩანს საპატრიარქოს მიდგომებიც იდენტურია და არაფრით განსხვავდება საზოაგადოებაში დამკვიდრებულისტერეოტიპებისგან. 
 
რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ სასურველია აქცენტი ალკოჰოლზეც გააკეთოს საპატრიარქომ. მაგრამ, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობა არ აქვსსაზოგადოებაში დამკვიდრებული ხედვებისგან. თითქოს ბავშვი მარიხუანასგან ან სხვა ნარკოტიკისგან უნდა დავიცვათ და თითქოს სხვა რაღაცებისგისგან - ალკოჰოლისგან, ნიკოტინისგან, ან კოფეინისგან დაცვა არ არის მნიშვნელოვანი.
 
რაც შეეხება იმას, რომ მოზარდებს უნდა ჰქონდეთ განათლება და ცნობიერება ამაღლებული ამ კუთხით, ამ ნაწილში თუ ეთანხმებით საპატრიარქოს?

რა თქმა უნდა გააზრებული უნდა იყოს, რომ ნარკოტიკი ნარკოტიკია. არასრულწლოვნები პირველ რიგში ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რა არის ნარკოტიკი, რა ეფექტი აქვსთითოეულ ნარკოტიკს და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს თითოეულმა მათგანმა. ცხადია მათ შორის უნდა მოიაზრებოდეს ალკოჰოლიც. ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს, რომსაჭიროა განათლებისა და ცნობიერების მხრივ მუშაობა მოზარდებთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არასრულწლოვნებს ნარკოტიკებთან მიმართებაში მაქსიმალურიინფორმაცია ჰქონდეთ. პრობლემაა ესეც, რომ არ ისწავლება და ტაბუდადებულია ასეთი რაღაცები. ბავშვებს ვატყუებთ, თითქოს ნარკოტიკები არ არსებობს და შესაბამისად არცარავინც იცის რა ეფექტი აქვს მას. 
 
საპატრიარქოს განცხადებაში იმაზეც არის საუბარი, რომ არ მოხდეს მისი სწრაფად მიღება და საჭიროა საზოგადოების სხვადასხვა ფენების ფართო ჩართულობა. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

მე მგონი ტერმინ "ფართო ჩართულობას" ძალიან გაზვიადებული მნიშვნელობა მიეცა. მაშინ, როდესაც პროცესის ან შეფერხება უნდათ ან დროში გაწელვა. მე მგონი ამშემთხვევაშიც ამაზეა საუბარი. ეს არ არის "გირჩის" კანონპროექტი, მაგრამ დარეგისტრირდა გასული წლის გაზაფხულზე. მას შემდეგ უამრავი განხილვა იყო მოწყობილი. ვისაცა აინტერესებდა, ყველა ჩართული იყო. მათ შორის ჩვენც გვაქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე განხილვაში. უამრავი განხილვა იყო როგორც პარლამენტში, ისეპარლამენტს გარეთ.
 
ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო მასში მონაწილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა. მათ შორის სასულიერო პირებსაც. საუბარი იმაზე, რომ სწრაფად ხდება კანონისმიღება, სასაცილოა. კანონი დაჩაქარებული წესით ერთ კვირაში გადის ხოლმე და ამ კანონპროექტის განხილვა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა, რომელ სისწრაფეზეალაპარაკი?! ვინმემ დაუშალა რომელიმე ინსტიტუტს, ან სასულიერო პირს, რომ მისულიყო და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა?! ახლა რასაც წერენ, იქიდან ჩანს, რომსინამდვილეში კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვთ. რეკომენდაციის სახით რაც აქვთ ჩამოწერილი, პრაქტიკულად ისედაც ასახულია კანონპროექტში”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „აიპრესთან“.
 
იქამდე ჯაფარიძემ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საპატრიარქოს საპატრიარქოს განცხადება ნარკოპოლიტიკაზე, ლევან ვასაძის შიშებს ეფუძნება.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი