FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა

ადმინისტრატორი

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3,3 %-ით შემცირდა. იმავდროულად, 2017 წლის ფასების საშუალო-წლიური მაჩვენებელი 8,2 %-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მონაცემებს.

დღეს გამოქვეყნებული FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, სურსათზე გლობალური ფასები დეკემბერში შემცირდა. რაც ძირითადად განაპირობა მცენარეულ ზეთზე და რძის პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა შემცირებამ.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების  ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ძირითად  პროდუქტებზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები). ინდექსმა დეკემბერში 169,8  პუნქტი შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 3,3 %-ით ნაკლებია. მიუხედავად წლის მიწურულს ფასების შემცირებისა, საშუალო-წლიური ინდექსი 2017 წელს 8,2 %-ით გაიზარდა  და  174,6 პუნქტი შეადგინა.  ეს მაჩვენებელი რეკორდულია 2014 წლის შემდეგ.

რძის პროდუქტების ფასის ინდექსი დეკემბერში  9,7 %-ით შემცირდა. საერთაშორისო  ბაზარზე ექსპორტის დიდმა მოცულობებმა და შედარებით დაბალმა მოთხოვნამ განაპირობეს ფასების ვარდნა მოუხდელ და უცხიმო რძის ფხვნილზე, ისევე როგორც ყველზე და კარაქზე. ამავე დროს, რძის პროდუქტების საშუალო-წლიური ფასები 2017 წელს 31,5%-ით გაიზარდა.

მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბრის შემდეგ 5,6 %-ით შემცირდა. შესაბამისი მარაგების ზრდის პირობებში, მალაიზიასა და ინდონეზიაში, პალმის ზეთის ფასები დაეცა. აღნიშნული ვითარება, თავის მხრივ, დაღმავალ ზეწოლას ახდენდა სოიოს ზეთის ფასებზე. მცენარეული ზეთის საშუალო -წლიური ინდექსი 2017 წელს 3%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასის ინდექსი  ნოემბერთან შედარებით  4,1 %-ით შემცირდა.   კლება ძირითადად გამოწვეული იყო სეზონური ფაქტორებით და ჭარბი მარაგების მოლოდინებით მიმდინარე წლისათვის. 2016 წლთან შედარებით შაქრის საშუალო წლიური ფასები 11,2 %-ით შემცირდა, რაც ძირითადად  ბრაზილიაში (უმსხვილესი მწარმოებელი) მაღალმა მოსავლიანობამ განაპირობა. 

მარცვლეულის ფასის ინდექსი დეკემბერში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ზედიზედ 3 თვე სტაბილურობას ინარჩუნებს. ხორბლის გლობალური ფასების შემცირება სიმინდისა და ბრინჯის ფასების ზრდით დაკომპენსირდა. მარცვლეულის ფასების  საშუალო-წლიური ინდექსი 3,2%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით, თუმცა 37%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.

ხორცის ფასის ინდექსი  ოდნავ შემცირდა. საქონლის ხორცის მიწოდება დაღმავალ ზეწოლას ახდენდა შესაბამის ფასებზე.  რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2016 წელთან შედარებით  ხორცის ფასების 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა
12:11 | 11 იანვარი, 2018

დღეს გამოქვეყნებული FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, სურსათზე გლობალური ფასები დეკემბერში შემცირდა. რაც ძირითადად განაპირობა მცენარეულ ზეთზე და რძის პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა შემცირებამ.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების  ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ძირითად  პროდუქტებზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები). ინდექსმა დეკემბერში 169,8  პუნქტი შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 3,3 %-ით ნაკლებია. მიუხედავად წლის მიწურულს ფასების შემცირებისა, საშუალო-წლიური ინდექსი 2017 წელს 8,2 %-ით გაიზარდა  და  174,6 პუნქტი შეადგინა.  ეს მაჩვენებელი რეკორდულია 2014 წლის შემდეგ.

რძის პროდუქტების ფასის ინდექსი დეკემბერში  9,7 %-ით შემცირდა. საერთაშორისო  ბაზარზე ექსპორტის დიდმა მოცულობებმა და შედარებით დაბალმა მოთხოვნამ განაპირობეს ფასების ვარდნა მოუხდელ და უცხიმო რძის ფხვნილზე, ისევე როგორც ყველზე და კარაქზე. ამავე დროს, რძის პროდუქტების საშუალო-წლიური ფასები 2017 წელს 31,5%-ით გაიზარდა.

მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბრის შემდეგ 5,6 %-ით შემცირდა. შესაბამისი მარაგების ზრდის პირობებში, მალაიზიასა და ინდონეზიაში, პალმის ზეთის ფასები დაეცა. აღნიშნული ვითარება, თავის მხრივ, დაღმავალ ზეწოლას ახდენდა სოიოს ზეთის ფასებზე. მცენარეული ზეთის საშუალო -წლიური ინდექსი 2017 წელს 3%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასის ინდექსი  ნოემბერთან შედარებით  4,1 %-ით შემცირდა.   კლება ძირითადად გამოწვეული იყო სეზონური ფაქტორებით და ჭარბი მარაგების მოლოდინებით მიმდინარე წლისათვის. 2016 წლთან შედარებით შაქრის საშუალო წლიური ფასები 11,2 %-ით შემცირდა, რაც ძირითადად  ბრაზილიაში (უმსხვილესი მწარმოებელი) მაღალმა მოსავლიანობამ განაპირობა. 

მარცვლეულის ფასის ინდექსი დეკემბერში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ზედიზედ 3 თვე სტაბილურობას ინარჩუნებს. ხორბლის გლობალური ფასების შემცირება სიმინდისა და ბრინჯის ფასების ზრდით დაკომპენსირდა. მარცვლეულის ფასების  საშუალო-წლიური ინდექსი 3,2%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით, თუმცა 37%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.

ხორცის ფასის ინდექსი  ოდნავ შემცირდა. საქონლის ხორცის მიწოდება დაღმავალ ზეწოლას ახდენდა შესაბამის ფასებზე.  რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2016 წელთან შედარებით  ხორცის ფასების 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი: ადმინისტრატორი