მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა შიდა ქართლში მოსახლეობას ეხმარებიან

მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა შიდა ქართლში მოსახლეობას ეხმარებიან

  • iRegions.Ge
  • 11 იანვარი, 2018
  • 08:26
  • ადმინისტრატორი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში, შიდა ქართლიდან სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით იქნა მობილიზებული ჯგუფები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამდროისთვის დახმარება უკვე 50-მდე ოჯახს აღმოუჩინეს.

სამაშველო ოპერაციები შიდა ქართლში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068