სესიაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს

ადმინისტრატორი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგები მივიღოთ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა.

მისივე განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერმინისტრიც დაინტერესებულია და იგი მიმდინარე სამუშაო პროცესების საქმის კურსშია.

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, იგი ქვეყანის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია.

სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტების და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის ირგვლივ მსჯელობა და შეხვედრები ძალოვან სამინისტროებში პერიოდულად გაიმართება.

ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

სესიაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს

სესიაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს
15:32 | 11 იანვარი, 2018

კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგები მივიღოთ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა.

მისივე განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერმინისტრიც დაინტერესებულია და იგი მიმდინარე სამუშაო პროცესების საქმის კურსშია.

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, იგი ქვეყანის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია.

სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტების და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის ირგვლივ მსჯელობა და შეხვედრები ძალოვან სამინისტროებში პერიოდულად გაიმართება.

ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

ავტორი: ადმინისტრატორი