CNN: თბილისი 2018 წელს სანახავ მსოფლიოს 7 საუკეთესო ''დიზაინზე ორიენტირებულ'' ქალაქთა რიცხვშია

ადმინისტრატორი

ჟურნალ “The Spaces”-მა თბილისი მიმდინარე წელს სანახავ მსოფლიოს შვიდ საუკეთესო ” დიზაინ-ორიენტირებულ” ქალაქთა რიცხვში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა.

„რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში, რომლითაც ''2018 წლის ლისაბონის'' ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თბილისი ახლადარჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეა, რომელიც ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს .

საუკეთესოა: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, ტექნო მუსიკა, ღვინო.

ახალი კულტურული სცენა: Twin Peaks-ისა და Mulholland Drive-ის რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ნოემბერში თბილისს ეწვია და კინემატოგრაფიული ინსტიტუტის გახსნის თაობაზე ისაუბრა",-წერს CNN-ი.

საქართველოს გარდა, ასევე დასახელდა: კანადა, ომანი, შოტლანდია,პარიზი, იაპონია და მექსიკა. 

აღსანიშნავია, რომ ოქროს გლობუსის ცერემონიაზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ცნობილი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის სიტყვით გამოსვლა იყო, რომელმაც სექსუალური შევიწროების ფაქტები გააპროტესტა. მას ჯილდო კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

"მუდმივად ვცდილობდი, ტელევიზიითა თუ ფილმებით, ადამიანებისთვის ამეხსნა, როგორ იქცევიან კაცები და ქალები სინამდვილეში. როგორ განიცდიან სირცხვილს, სიყვარულს, სიბრაზეს...როგორ ეცემიან, იხევენ უკან, მერე კი ფეხზე დგებიან და ბრძოლას აგრძელებენ. მინდა ყველა იმ გოგოს ვუთხრა, ვინც ახლა მიყურებს: ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, გათენდება..",-განაცახდა ოპრა უინფრიმ Golden Globes 2018-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

CNN: თბილისი 2018 წელს სანახავ მსოფლიოს 7 საუკეთესო ''დიზაინზე ორიენტირებულ'' ქალაქთა რიცხვშია

CNN: თბილისი 2018 წელს სანახავ მსოფლიოს 7 საუკეთესო ''დიზაინზე ორიენტირებულ'' ქალაქთა რიცხვშია
10:31 | 11 იანვარი, 2018

ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა.

„რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში, რომლითაც ''2018 წლის ლისაბონის'' ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თბილისი ახლადარჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეა, რომელიც ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს .

საუკეთესოა: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, ტექნო მუსიკა, ღვინო.

ახალი კულტურული სცენა: Twin Peaks-ისა და Mulholland Drive-ის რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ნოემბერში თბილისს ეწვია და კინემატოგრაფიული ინსტიტუტის გახსნის თაობაზე ისაუბრა",-წერს CNN-ი.

საქართველოს გარდა, ასევე დასახელდა: კანადა, ომანი, შოტლანდია,პარიზი, იაპონია და მექსიკა. 

აღსანიშნავია, რომ ოქროს გლობუსის ცერემონიაზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ცნობილი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის სიტყვით გამოსვლა იყო, რომელმაც სექსუალური შევიწროების ფაქტები გააპროტესტა. მას ჯილდო კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

"მუდმივად ვცდილობდი, ტელევიზიითა თუ ფილმებით, ადამიანებისთვის ამეხსნა, როგორ იქცევიან კაცები და ქალები სინამდვილეში. როგორ განიცდიან სირცხვილს, სიყვარულს, სიბრაზეს...როგორ ეცემიან, იხევენ უკან, მერე კი ფეხზე დგებიან და ბრძოლას აგრძელებენ. მინდა ყველა იმ გოგოს ვუთხრა, ვინც ახლა მიყურებს: ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, გათენდება..",-განაცახდა ოპრა უინფრიმ Golden Globes 2018-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.

ავტორი: ადმინისტრატორი