მსახიობი კატრინ დენევი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოქმედ კამპანიებს აკრიტიკებს

ადმინისტრატორი

ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენევმა და კიდევ დაახლოებით 100-მა ცნობილმა ფრანგმა ქალმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოქმედი კამპანია გააკრიტიკა. მათი განცხადებით, მამაკაცებს ქალების შევიწროების უფლება აქვთ.

მათ გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ არსებულ კამპანიას, რაც ხმამაღალ სექსუალურ შევიწროებებს მოჰყვა, ახალი პურიტანობა უწოდეს.

ღია წერილი გაზეთში Le Monde გამოქვეყნდა. წერილს ხელს აწერენ ფრანგი მწერლები, მსახიობები და მეცნიერები.

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია მას მერე დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში ათობით მსახიობი ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ალაპარაკდა.

თავად პროდიუსერი კატეგორიულად უარყოფს, რომ ქალებთან სექსი მათი ნებართვის გარეშე ჰქონდა, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისმა ქმედებებმა ბევრი ტკივილი მიაყენა ადამიანებს.

ფრანგები, რომლებიც ღია წერილს ხელს აწერენ მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ვაინშტაინთან დაკავშირებულმა სკანდალებმა სხვა მამაკაცების მისამართით ბრალდებების დიდი ტალღა გამოიწვია.

„მამაკაცებს უარის თქმა მოუხდათ თავიანთ საქმეზე მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის მუხლს შეეხნენ, ან ცდილობდნენ ვიღაცებისთვის ეკოცნათ.

ძალადობა - ეს დანაშაულია, თუმცა მოხიბვლის მცდელობა, თუნდაც ეს რეალური და უხეში იყოს, დანაშაული არაა“, - ნათქვამია ღია წერილში.

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვიღაცაზე ბრალდებებით თავის დასხმაზე ნაცვლად სჯობს ის მამაკაცები იყვნენ განხილვის საგანი, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. მათი თქმით, მამაკაცების მისამართით ბრალდებების ტალღა კონტროლს აღარ ექვემდებარება.

წერილში ნათქვამია, რომ პრობლემისადმი მსგავსი მიდგომა იწვევს ქალის სუსტ მსხვერპლად აღქმის ჩამოყალიბებას.

„როგორც ქალებს, ჩვენ არ გვსურს ისეთი ფემინიზმის ნაწილი ვიყოთ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმოს, მამაკაცებისა და სექსუალობის მიმართ მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კატრინ დენევი კამპანია #MeToo-ს წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოვიდა. მისი მოსაზრებით, აღნიშნული კამპანიის მონაწილეები უბრალოდ ცდილობენ შეარცხვინონ მამაკაცები და მათ სექსუალურ შევიწროებაში დასდონ ბრალი.

ფლეშმობი #MeToo თავის ტვიტერზე მსახიობმა ალისა მილანომ წამოიწყო, რომელმაც ქალებს მოუწოდა, ღიად ესაუბრათ გამოცდილი სექსუალური შევიწროების შესახებ. იანვრის დასაწყისისთვის სოციალურ ქსელ ტვიტერზე ჰეშთეგი #MeToo უკვე 1,7 მილიონმა მომხმარებელმა გამოიყენა, რათა სექსუალური შევიწროებებისა და ძალადობის წინააღმდეგ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

დეკემბრის შუა პერიოდში კი, აშშ-ში თეატრალური სფეროს, კინოინდუსტრიისა და ტელემაუწყებლობის წარმომადგენლებმა, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან ქალების დაცვის მიზნით ინიციატივა „Time's Up“ („დრო ამოიწურა“) შექმნეს. ინიციატივას მხარი 300-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა, რომელთა შორისაა ნატალი პორტმანი, ემა სტოუნი, რიზ უიზერსპუნი, ეშლი ჯადი, ევა ლონგორია, კერი ვაშინგტონი და სხვა. ინიციატივის ავტორებმა, არსებობის 2 კვირაზე მცირე დროში დაგეგმილი 15 მილიონი დოლარიდან 13 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება უკვე მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

მსახიობი კატრინ დენევი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოქმედ კამპანიებს აკრიტიკებს

მსახიობი კატრინ დენევი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოქმედ კამპანიებს აკრიტიკებს
17:38 | 10 იანვარი, 2018

მათ გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ არსებულ კამპანიას, რაც ხმამაღალ სექსუალურ შევიწროებებს მოჰყვა, ახალი პურიტანობა უწოდეს.

ღია წერილი გაზეთში Le Monde გამოქვეყნდა. წერილს ხელს აწერენ ფრანგი მწერლები, მსახიობები და მეცნიერები.

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია მას მერე დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში ათობით მსახიობი ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ალაპარაკდა.

თავად პროდიუსერი კატეგორიულად უარყოფს, რომ ქალებთან სექსი მათი ნებართვის გარეშე ჰქონდა, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისმა ქმედებებმა ბევრი ტკივილი მიაყენა ადამიანებს.

ფრანგები, რომლებიც ღია წერილს ხელს აწერენ მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ვაინშტაინთან დაკავშირებულმა სკანდალებმა სხვა მამაკაცების მისამართით ბრალდებების დიდი ტალღა გამოიწვია.

„მამაკაცებს უარის თქმა მოუხდათ თავიანთ საქმეზე მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის მუხლს შეეხნენ, ან ცდილობდნენ ვიღაცებისთვის ეკოცნათ.

ძალადობა - ეს დანაშაულია, თუმცა მოხიბვლის მცდელობა, თუნდაც ეს რეალური და უხეში იყოს, დანაშაული არაა“, - ნათქვამია ღია წერილში.

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვიღაცაზე ბრალდებებით თავის დასხმაზე ნაცვლად სჯობს ის მამაკაცები იყვნენ განხილვის საგანი, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. მათი თქმით, მამაკაცების მისამართით ბრალდებების ტალღა კონტროლს აღარ ექვემდებარება.

წერილში ნათქვამია, რომ პრობლემისადმი მსგავსი მიდგომა იწვევს ქალის სუსტ მსხვერპლად აღქმის ჩამოყალიბებას.

„როგორც ქალებს, ჩვენ არ გვსურს ისეთი ფემინიზმის ნაწილი ვიყოთ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმოს, მამაკაცებისა და სექსუალობის მიმართ მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კატრინ დენევი კამპანია #MeToo-ს წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოვიდა. მისი მოსაზრებით, აღნიშნული კამპანიის მონაწილეები უბრალოდ ცდილობენ შეარცხვინონ მამაკაცები და მათ სექსუალურ შევიწროებაში დასდონ ბრალი.

ფლეშმობი #MeToo თავის ტვიტერზე მსახიობმა ალისა მილანომ წამოიწყო, რომელმაც ქალებს მოუწოდა, ღიად ესაუბრათ გამოცდილი სექსუალური შევიწროების შესახებ. იანვრის დასაწყისისთვის სოციალურ ქსელ ტვიტერზე ჰეშთეგი #MeToo უკვე 1,7 მილიონმა მომხმარებელმა გამოიყენა, რათა სექსუალური შევიწროებებისა და ძალადობის წინააღმდეგ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

დეკემბრის შუა პერიოდში კი, აშშ-ში თეატრალური სფეროს, კინოინდუსტრიისა და ტელემაუწყებლობის წარმომადგენლებმა, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან ქალების დაცვის მიზნით ინიციატივა „Time's Up“ („დრო ამოიწურა“) შექმნეს. ინიციატივას მხარი 300-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა, რომელთა შორისაა ნატალი პორტმანი, ემა სტოუნი, რიზ უიზერსპუნი, ეშლი ჯადი, ევა ლონგორია, კერი ვაშინგტონი და სხვა. ინიციატივის ავტორებმა, არსებობის 2 კვირაზე მცირე დროში დაგეგმილი 15 მილიონი დოლარიდან 13 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება უკვე მოახერხეს.

ავტორი: ადმინისტრატორი