რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ადმინისტრატორი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენაში საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლისთვის წითელი საღებავების შესხმის გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში რუსეთის საელჩო ავრცელებს.

საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია დამნაშავეების დროული დაკავება, ასევე ძეგლის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტი 10 იანვარს, ღამით ვენაში მოხდა. საელჩოს ინფორმაციით, ანალოგიური ფაქტი 2017 წლის იანვარშიც დაფიქსირდა, როდესაც ძეგლი წითლად შეღებეს. ავსტრიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამნაშავე ვერ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
17:11 | 10 იანვარი, 2018

საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია დამნაშავეების დროული დაკავება, ასევე ძეგლის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტი 10 იანვარს, ღამით ვენაში მოხდა. საელჩოს ინფორმაციით, ანალოგიური ფაქტი 2017 წლის იანვარშიც დაფიქსირდა, როდესაც ძეგლი წითლად შეღებეს. ავსტრიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამნაშავე ვერ დააკავეს.

ავტორი: ადმინისტრატორი