მიხეილ სააკაშვილი: მთელი სამართალდამცავი სისტემა ჩემს წინააღმდეგ მუშაობს

ადმინისტრატორი

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მთელი სამართალდამცავი სისტემა მის წინააღმდეგ მუშაობს. როგორც მან უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში ტოტალური უსამართლობაა და ხელისუფლებაში დამნაშავეები არიან.

"გუშინ ვიყავი დაკითხვაზე მაიდნის მოვლენებზე. ცოტა ხანში ალბათ ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზეც დამკითხავენ და რომის იმპერიაში მომხდარ მკვლელობებზე. ვისაც არ ეზარება, ყველა დაკითხვაზე მიბარებს. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ბოლომდე არ არის გახსნილი გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლის საქმე. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი და ჯერ კიდევ არავინაა დაკავებული.

უკრაინაში ჯერ კიდევ გამოუძიებელია მაიდანზე სროლის საქმეები, ანუ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავენი, რომლებიც მთავარი დანაშაულების გახსნით დაინტერესებულები არ არიან, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის დაარსებიდან მოხდა. ასეთ ვითარებაში, მთელი სამართალდამცავი სისტემა სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს. უფრო მეტიც, მაიდანის როლის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბერლუსკონიმ გადაიღო ფილმი, სადაც თითქოს მე მივეცი ქართველ სნაიპერებს ცეცხლის გახსნის ბრძანება.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უსამართლობაა და ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც სხვა დამნაშავეებს ხელს აფარებენ. მინდა მივმართო უკრაინელებს, ხელისუფლებამ იმაზე მეტი ვერ მოიფიქრა, რომ დაკითხვებზე მატაროს. ამ ადამაინებს არასდროს შერცხვებათ, შეასრულებენ მითითებებს. ეს რაც მე შემეხება, მაგრამ მინდა თქვენ მოგმართოთ, როდემდე მოითმენთ ამას?!. გასაგებია, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, მაგრამ როგორ გექცევიან თქვენ.

თქვენ რეალურად დაგქცინიან. ეს ხალხი დროს წელავს იმისთვის, რომ თქვენ გაგძარცვონ, გაზარდონ ელექტროენერგიის ტარიფები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რო გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატი ტყუილად მუშაობს. როდესაც სუს-ი თავის რეალურ ფუნქციას არ ასრულებს, პროკურატურა ბელეტრისტიკით არის დაკავებული, პოლიცია კი კრიმინალს მფარველობს",-განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

მიხეილ სააკაშვილი: მთელი სამართალდამცავი სისტემა ჩემს წინააღმდეგ მუშაობს

მიხეილ სააკაშვილი: მთელი სამართალდამცავი სისტემა ჩემს წინააღმდეგ მუშაობს
15:45 | 10 იანვარი, 2018

"გუშინ ვიყავი დაკითხვაზე მაიდნის მოვლენებზე. ცოტა ხანში ალბათ ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზეც დამკითხავენ და რომის იმპერიაში მომხდარ მკვლელობებზე. ვისაც არ ეზარება, ყველა დაკითხვაზე მიბარებს. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ბოლომდე არ არის გახსნილი გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლის საქმე. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი და ჯერ კიდევ არავინაა დაკავებული.

უკრაინაში ჯერ კიდევ გამოუძიებელია მაიდანზე სროლის საქმეები, ანუ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავენი, რომლებიც მთავარი დანაშაულების გახსნით დაინტერესებულები არ არიან, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის დაარსებიდან მოხდა. ასეთ ვითარებაში, მთელი სამართალდამცავი სისტემა სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს. უფრო მეტიც, მაიდანის როლის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბერლუსკონიმ გადაიღო ფილმი, სადაც თითქოს მე მივეცი ქართველ სნაიპერებს ცეცხლის გახსნის ბრძანება.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უსამართლობაა და ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც სხვა დამნაშავეებს ხელს აფარებენ. მინდა მივმართო უკრაინელებს, ხელისუფლებამ იმაზე მეტი ვერ მოიფიქრა, რომ დაკითხვებზე მატაროს. ამ ადამაინებს არასდროს შერცხვებათ, შეასრულებენ მითითებებს. ეს რაც მე შემეხება, მაგრამ მინდა თქვენ მოგმართოთ, როდემდე მოითმენთ ამას?!. გასაგებია, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, მაგრამ როგორ გექცევიან თქვენ.

თქვენ რეალურად დაგქცინიან. ეს ხალხი დროს წელავს იმისთვის, რომ თქვენ გაგძარცვონ, გაზარდონ ელექტროენერგიის ტარიფები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რო გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატი ტყუილად მუშაობს. როდესაც სუს-ი თავის რეალურ ფუნქციას არ ასრულებს, პროკურატურა ბელეტრისტიკით არის დაკავებული, პოლიცია კი კრიმინალს მფარველობს",-განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორი: ადმინისტრატორი