გუგული მაღრაძე: დეკლარაციაში 80 ლარის მითითება დამავიწყდა და 1000-ით უნდა დავჯარიმდე?!

თამარ ტყემალაძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ "აიპრესს" განუცხადა, რომ მას ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ერთ-ერთ ბანკში ანგარიშზე არსებული 80 ლარის მითითება დაავიწყდა და ამის გამო მოხდა მისი დაჯარიმება 1000 ლარით.

როგორც მაღრაძე აცხადებს, მსგავსი ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო, ადამიანი 1000 ლარით არ უნდა დაჯარიმდეს და გარკვეული დიფერენციაცია უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობა იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ ვის რა ოდენობის ქონება აქვს დაფარული.

"იქ იყო ტექნიკური შეცდომები და ჩვენ ვფიქრობთ, ასეთი შეცდომისთვის არ შეიძლება ასეთი ჯარიმა იყოს. მე მაგალითად დამავიწყდა, რომ "ლიბერთი ბანკში" 80 ლარი მქონდა 2008 წელს იმისთვის არ უნდა გადავიხადო 1000 ლარი და ვიღაცას თუ ქონება აქვს 50 ათასი დაფარული იმანაც 1000 ლარი არ უნდა გადაიხადოს. ძალიან ბევრია ასეთი ტექნიკური, ელემენტარული რამეები, ამიტომ მაგ საკითხს უნდა გადახედონ. ეს იყო პირველი მცდელობა დეკლარაციების შემოწმებისა და ვფიქრობ, ასეთი ტიპის დარღვევები შეიძლება ყველას ჰქონდეს პარლამენტიდან. სერიოზულად ვინც დაფარა ქონება, ეს სხვა ამბავია. არის კიდევ მეორე, როდესაც ჰონორარი მივიღე ჟვანიას სკოლიდან, ის ჰონორარი გატარდა მთლიან შემოსავალში და ცალკე გრაფაში არ არის. იმიტომ, რომ თვითონ ის ფორმა, რომელიც გამოგვიგზავნეს იქ წერია ხელფასი. მარტო მე არ მაქვს ასეთი ხარვეზები. ბევრს აქვს. ახლა მაგალითად მე რომ ვავსებდი მთელი სამი დღე 50 ლარი არ გამომიტანია კარტიდან იმიტომ, რომ მეშინია სხვაობა არ იყოსთქო. ასეთი ტიპის სხვაობაც დარღვევაა. ამიტომ, უნდა იყოს განსხვავება იმაში თუ რამდენია ქონების დაფარვა. ჩვენ ადამაინები ვართ და ყველას შეიძლება რაღაც დაავიწყდეს",- აცხადებს მაღრაძე.

დეპუტატის თქმით, მან ჯარიმა უკვე გადაიხადა.

"თანხა უკვე გადავიხადეთ. პრინციპს არ ვეთანხმები. ტექნიკური შეცდომისთვის და ქონების დაფარვისთვის უდნა იყოს სხვადასხვა ტიპის ჯარიმა. შეიძლება მე რაღაც გამომრჩა, მაგრამ თუკი დავფარე რაღაც დიდი ქონება მაშინ იყოს 1000 ლარი. ჩვენ თვითონ მივიღეთ ეს კანონი სხვათაშორის, რომ დეკლარაციის მონიტროინგი უნდა გაკეთებულიყო. მიმაჩნია, რომ ეს არის კანონის ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს, რომ ადამიანი იმის მიხედვით აგებდეს პასუხს, რა ტიპის გადაცდომაც აქვს",- განუცხადა "აიპრესს" გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათ მოქმედ და ორ ყოფილ პარლამენტარს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით დაეკისრა. შესაბამისი ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. 

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს - არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს.

2017 წელს, "შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოწმებას დაექვემდებარა მხოლოდ დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.

წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციების რაოდენობა შეადგენდა 284 დეკლარაციას. მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

გუგული მაღრაძე: დეკლარაციაში 80 ლარის მითითება დამავიწყდა და 1000-ით უნდა დავჯარიმდე?!

გუგული მაღრაძე: დეკლარაციაში 80 ლარის მითითება დამავიწყდა და 1000-ით უნდა დავჯარიმდე?!
15:38 | 10 იანვარი, 2018

როგორც მაღრაძე აცხადებს, მსგავსი ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო, ადამიანი 1000 ლარით არ უნდა დაჯარიმდეს და გარკვეული დიფერენციაცია უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობა იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ ვის რა ოდენობის ქონება აქვს დაფარული.

"იქ იყო ტექნიკური შეცდომები და ჩვენ ვფიქრობთ, ასეთი შეცდომისთვის არ შეიძლება ასეთი ჯარიმა იყოს. მე მაგალითად დამავიწყდა, რომ "ლიბერთი ბანკში" 80 ლარი მქონდა 2008 წელს იმისთვის არ უნდა გადავიხადო 1000 ლარი და ვიღაცას თუ ქონება აქვს 50 ათასი დაფარული იმანაც 1000 ლარი არ უნდა გადაიხადოს. ძალიან ბევრია ასეთი ტექნიკური, ელემენტარული რამეები, ამიტომ მაგ საკითხს უნდა გადახედონ. ეს იყო პირველი მცდელობა დეკლარაციების შემოწმებისა და ვფიქრობ, ასეთი ტიპის დარღვევები შეიძლება ყველას ჰქონდეს პარლამენტიდან. სერიოზულად ვინც დაფარა ქონება, ეს სხვა ამბავია. არის კიდევ მეორე, როდესაც ჰონორარი მივიღე ჟვანიას სკოლიდან, ის ჰონორარი გატარდა მთლიან შემოსავალში და ცალკე გრაფაში არ არის. იმიტომ, რომ თვითონ ის ფორმა, რომელიც გამოგვიგზავნეს იქ წერია ხელფასი. მარტო მე არ მაქვს ასეთი ხარვეზები. ბევრს აქვს. ახლა მაგალითად მე რომ ვავსებდი მთელი სამი დღე 50 ლარი არ გამომიტანია კარტიდან იმიტომ, რომ მეშინია სხვაობა არ იყოსთქო. ასეთი ტიპის სხვაობაც დარღვევაა. ამიტომ, უნდა იყოს განსხვავება იმაში თუ რამდენია ქონების დაფარვა. ჩვენ ადამაინები ვართ და ყველას შეიძლება რაღაც დაავიწყდეს",- აცხადებს მაღრაძე.

დეპუტატის თქმით, მან ჯარიმა უკვე გადაიხადა.

"თანხა უკვე გადავიხადეთ. პრინციპს არ ვეთანხმები. ტექნიკური შეცდომისთვის და ქონების დაფარვისთვის უდნა იყოს სხვადასხვა ტიპის ჯარიმა. შეიძლება მე რაღაც გამომრჩა, მაგრამ თუკი დავფარე რაღაც დიდი ქონება მაშინ იყოს 1000 ლარი. ჩვენ თვითონ მივიღეთ ეს კანონი სხვათაშორის, რომ დეკლარაციის მონიტროინგი უნდა გაკეთებულიყო. მიმაჩნია, რომ ეს არის კანონის ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს, რომ ადამიანი იმის მიხედვით აგებდეს პასუხს, რა ტიპის გადაცდომაც აქვს",- განუცხადა "აიპრესს" გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათ მოქმედ და ორ ყოფილ პარლამენტარს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით დაეკისრა. შესაბამისი ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. 

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს - არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს.

2017 წელს, "შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოწმებას დაექვემდებარა მხოლოდ დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.

წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციების რაოდენობა შეადგენდა 284 დეკლარაციას. მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

ავტორი: თამარ ტყემალაძე