კალაძე: 2018-ში პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება

ადმინისტრატორი

2018 წლის ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს. 

''გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ მიმიმართულებით, სერიოზული უკმაყოფილებაა და საცობების თვალსაზრისით პრობლემაა'', - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო. 

''წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე ტერიტორიის - 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება'', - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

კალაძე: 2018-ში პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება

კალაძე: 2018-ში პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება
11:04 | 10 იანვარი, 2018

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს. 

''გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ მიმიმართულებით, სერიოზული უკმაყოფილებაა და საცობების თვალსაზრისით პრობლემაა'', - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო. 

''წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე ტერიტორიის - 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება'', - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი