პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განისაზღვრა

პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განისაზღვრა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა. 

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, კომიტეტებში კვოტების ახალი გადანაწილება ორი ახალი ფრაქციის შექმნამ განაპირობა.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში შექმნილი ფრაქციებისთვის კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება - ფრაქცია "ქართული ოცნებას" ყველა კომიტეტში მოაკლდება ორი კვოტა და ისინი ახლადშექმნილ ფრაქციებს თითო-თითო კვოტით გადაუნაწილდებათ.

"საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები უნდა განსაზღვროს. კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და ამის შემდეგ, უკვე ახალ ფრაქციებს კომიტეტებში თავიანთი კანდიდატების წარდგენის საშუალება მიეცემათ", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომიტეტბში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

"ქართული ოცნება" ონისა და ამბროლაურის ადგილობირივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს

"ქართული ოცნება" ონისა და ამბროლაურის ადგილობირივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს

17 წუთის წინ

შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036