შსს: მტკვარში ნაპოვნ 19 წლის ბიჭს ყელისა და გულმკერდის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა

ადმინისტრატორი

შსს-მ თბილისში 19 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტი გახსნა. მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კი, 5 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 19 წლის ბიჭს გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულმკერდის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედარი მდინარე მდინარე მტკვარში გადააგდეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფის და ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არცერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

დანაშაულის წინააღმდეგ ეფქტიანი ბრძოლისთვის მიზანშეწონილია და მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცველებს იმისთვის, რომ დანაშაულის გახსნა უმოკლეს ვადებში მოხდეს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

შსს: მტკვარში ნაპოვნ 19 წლის ბიჭს ყელისა და გულმკერდის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა

შსს: მტკვარში ნაპოვნ 19 წლის ბიჭს ყელისა და გულმკერდის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა
10:26 | 9 იანვარი, 2018

შსს-მ თბილისში 19 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტი გახსნა. მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კი, 5 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 19 წლის ბიჭს გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულმკერდის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედარი მდინარე მდინარე მტკვარში გადააგდეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფის და ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არცერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

დანაშაულის წინააღმდეგ ეფქტიანი ბრძოლისთვის მიზანშეწონილია და მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცველებს იმისთვის, რომ დანაშაულის გახსნა უმოკლეს ვადებში მოხდეს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი