აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

ადმინისტრატორი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა. კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. დღეიდან, თამარ კაიკაციშვილი ტურიზმის დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 

„თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა ძალიან საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც თავისმხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
 
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა
11:22 | 9 იანვარი, 2018

„თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა ძალიან საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც თავისმხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
 
ავტორი: ადმინისტრატორი