სააკაშვილი: მარგველაშვილმაც აღიარა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური დევნაა

ადმინისტრატორი

პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საქართველოში მის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს, რასაც მისი თქმით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც კი აღიარებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: მთელი ეს დღეები ჩვენ გულმოდგინედ ვეძებდით და ვერ ვნახეთ პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტის დევნას, შეწყალებაზე მისი კონსტიტუციური უფლების გამო ახორციელებენ. პრეზიდენტის დევნა ძალიან სერიოზული საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამო, საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან ბევრ შეკითხვებს ბადებს.

გარდა ამისა, მან იმის შესახებაც განაცხადა, რომ ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დევნა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, სამომავლოდ პრეზიდენტის კომპეტენციის შეზღუდვის მცდელობას უკავშირდება.

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას ეხება, ეს საწყენია.

მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროკურატურის მხრიდან პოლიტიზირებული განცხადება გაჟღერდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი იმის შესახებ, რომ მთელი ეს სიტუაცია ქვეყანაში საკონსტიტუციო ბალანსის დარღვევის მცდელობას წარმოადგენს.

ჩემი ოპონენტი, საქართველოს მოქმედი პრეზიდეტიც კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური დევნაა... ხოლო უკრაინის ხელისუფლება, კრემლი და ოლიგარქი ივანიშვილი ასე არ ფიქრობს", - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

სააკაშვილი: მარგველაშვილმაც აღიარა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური დევნაა

სააკაშვილი: მარგველაშვილმაც აღიარა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური დევნაა
11:49 | 8 იანვარი, 2018

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: მთელი ეს დღეები ჩვენ გულმოდგინედ ვეძებდით და ვერ ვნახეთ პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტის დევნას, შეწყალებაზე მისი კონსტიტუციური უფლების გამო ახორციელებენ. პრეზიდენტის დევნა ძალიან სერიოზული საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამო, საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან ბევრ შეკითხვებს ბადებს.

გარდა ამისა, მან იმის შესახებაც განაცხადა, რომ ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დევნა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, სამომავლოდ პრეზიდენტის კომპეტენციის შეზღუდვის მცდელობას უკავშირდება.

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას ეხება, ეს საწყენია.

მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროკურატურის მხრიდან პოლიტიზირებული განცხადება გაჟღერდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი იმის შესახებ, რომ მთელი ეს სიტუაცია ქვეყანაში საკონსტიტუციო ბალანსის დარღვევის მცდელობას წარმოადგენს.

ჩემი ოპონენტი, საქართველოს მოქმედი პრეზიდეტიც კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური დევნაა... ხოლო უკრაინის ხელისუფლება, კრემლი და ოლიგარქი ივანიშვილი ასე არ ფიქრობს", - წერს სააკაშვილი.

ავტორი: ადმინისტრატორი