მარნეულში საშობაო "ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ადმინისტრატორი

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე–4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა.

ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირები,
სტიქაროსნები და ეკლესიის მრევლმა. ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებაც შეიტანეს წვლილი და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა.
მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმაც.

„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! დღეს მეც ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად გახარებული და ვარ ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი ტოლერანტული ქვეყანაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“,- განაცხადა მარნეულის მერმა. 

 საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

მარნეულში საშობაო "ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

მარნეულში საშობაო "ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა
17:03 | 7 იანვარი, 2018

ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირები,
სტიქაროსნები და ეკლესიის მრევლმა. ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებაც შეიტანეს წვლილი და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა.
მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმაც.

„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! დღეს მეც ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად გახარებული და ვარ ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი ტოლერანტული ქვეყანაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“,- განაცხადა მარნეულის მერმა. 

 საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ავტორი: ადმინისტრატორი