ზურაბ პატარაძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო

ადმინისტრატორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო.

ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო. საშობაო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ,,მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. სიკეთის, განვითარების, მშვიდობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი ხალხისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაში იმყოფებოდა სტუმრად. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

ზურაბ პატარაძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო

ზურაბ პატარაძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო
13:41 | 7 იანვარი, 2018

ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო. საშობაო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ,,მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. სიკეთის, განვითარების, მშვიდობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი ხალხისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაში იმყოფებოდა სტუმრად. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

ავტორი: ადმინისტრატორი