საფრანგეთში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა

საფრანგეთში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა

ზამთრის ქარიშხალმა ელეონორმა, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ დეპარტამენტებს თავს 3 იანვარს დაატყდა, 200 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ქარიშხლის სისწრაფე 125 კმ/სთ იყო. სტიქიური უბედურების შედეგად ილ-დე-ფრანსის, პიკარდიისა და ლორეინის დეპარტამენტებში ელექტროენერგიის გარეშე 30 ათასი ადამიანი დარჩა, ქალაქ მეცსა და ტონვილში 22 ათასი, პა-დე-კალში 15 ათასი, ხოლო ნორმანდიაში 50 ათასი ადამიანი. ამ ეტაპზე ტრანსპორტისა და მატარებლების მოძრაობა აღნიშნულ დეპარტამენტებში შეჩერებულია, მიმდინარეობს მოძრაობის აღდგენის სამუშაოები.

ქარიშხლის გამო, პარიზის აეროპორტიდან ფრენა საშუალოდ 30 წუთითაა შეფერხებული.

დემოკრატებმა რუსეთის, ტრამპის შტაბისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

დემოკრატებმა რუსეთის, ტრამპის შტაბისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

13 საათის წინ

სარჩელში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი რუსეთის მთავრობასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა, რათა არჩევნებში მისი ოპონენტის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია მოეხდინა. დემოკრატები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036