პუტინმა ტრამპს საახალწლო მილოცვაში ქვეყნებს შორის პრაგმატული ურთიერთობის დამყარება უსურვა

პუტინმა ტრამპს საახალწლო მილოცვაში ქვეყნებს შორის პრაგმატული ურთიერთობის დამყარება უსურვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით გაგზავნილ საახალწლო მილოცვაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ ორმხრივი დიალოგი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის აუცილებელია, რათა გამოინახოს პასუხები გლობალურ გამოწვევებზე და გამყარდეს სტრატეგიული სტაბილურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

"ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა პრაგმატული ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით წინ წაწევას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნებოდა ორიენტირებული", - აღნიშნავს პუტინი.

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

23 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036