მიხეილ ცაგარელი: 2018 წლის ბოლოს დავლაგდებით,2019 კი ჩვენი აღორძინების I მერცხალი იქნება (ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

მიილია 2017 წელი და მოდის ახალი 2018 წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით ყვითელი ფერის მიწის სტიქიის ძაღლის წელიწადია. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განაცხადებით, 2018 წელს კოსმოსი ყველასგან ითხოვს ეროვნული ფასეულობების პატივისცემას.

ასტროლოგი „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირება ტრადიციების დამცველებსა და ლიბერალურ ფრთას შორის. მისივე თქმით, ეს წელი განსაკუთრებით რთული იქნება პოლიტიკოსებისთვის.

როგორ უნდა გავაცილოთ მამლის წელი და დავხვდეთ ძაღლის წელს, როგორი წელი იქნება 2018 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის, რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს, რა სფეროებისთვის იქნება წარმატებული და რა სფეროსთვის წარუმატებელი, ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესი“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა:

როგორ უნდა გავაცილოთ მამლის წელი და დავხვდეთ ძაღლის წელს?

მამლის წლის გაცილების დღე არის დღეს და არა 31-ში. (ინტერვიუ ჩაწერილია ხუთშაბათს, 21 დეკემბერს ავტ:)

დღეს უნდა გავაცილოთ?

დღეს ბუნებრივად ჩვენ გვაქვს ზამთრის მზე-ბუდობა, რატომ ჰქვია ამას ასე? იმიტომ, რომ მზემ ერთი სრული წრე დაარტყა და ჰორიზონტს ქვევით ჩავიდა, ყველაზე დაბალ წერტილში, ნულოვან გრადუსში. ეს არის მითითება იმისა, რომ ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ანუ წელიწადი დასრულდა, ციკლი დამთავრდა. ამ დროს ჩვენი წინაპრები ყოველთვის აცილებდნენ ძველ წელიწადს. 31-ში უბრალოდ აიღეს ვიღაცებმა და დაასრულეს დეკემბერი. კალენდრულად ჩათვალეს, რომ უპრიანი იქნებოდა დეკემბრის ბოლოს ახალი წლის შეხვედრა. ეს არანაირად არ არის გამართლებული, არანაირ ბუნებრივ კანონთან ახლო არ არის.

ბუნებრივი კანონის მიხედვით მზებუდობაზეა ახალი წლის მოსვლა. წინაპრები თვლიდნენ, რომ ძველმა მზემ ფაქტობრივად დაკარგა ძალა. თუ სხვა დღეებში სხვადასხვა დროს ამოდის და ჩადის მზე, 21-სა და 22-ში ერთსა და იმავე დროს ამოდის და ჩადის მზე. ანუ გაჩერებულია, 23 დეკემბრიდან იწყება ახალი წელი. ერთი წუთით უკვე იწყებს მეტად განათებას, ანუ დღე იმატებს.

დღეს როგორ უნდა გავაცილოთ ძველი წელი?

დღეს უნდა ავიღოთ ზარი, ჩამოვაცვათ ჩვარი, რომელიც დააბუდებს ხმას და საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა მოვიაროთ ჩვენი ოთახები ამ ზართან ერთად. მადლობა გადავუხადოთ წინა წელს ყველაფრისთვის. 23-ში უკვე ამ ჩვარს მოვხსნით, წკრიალა ხმით საათის ისრის მიმართულებით და დავივლით ოთახებს და მივესალმებით სამყაროს ახალი წლით.

31 დეკემბერს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს?

ჩვენ ასე ვიხდით, გასაგებია. ბუნებრივი კანონების მიხედვით ახალი წელი 23-შია და არა 31-ში.

საახალწლო სუფრაზე რა უნდა იყოს?

აღმოსავლური კალენდრით ეს არის ყვითელი ფერის მიწის სტიქიის ძაღლის წელიწადი. თვითონ ძაღლი თავისი ხასიათით არის კონსერვატორი და ტრადიციონალისტი. ამიტომ, სუფრაც ტრადიციულ სტილში უნდა იყოს გაწყობილი. ტადიციული საკვები წინა პლანზე. წელს წინა პლანზე წამოწეული იქნება ეროვნული ფასეულობები, ამიტომ სუფრაც ამ სტილში უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გვიკრძალავს ეგზოტიკას, მაგრამ ძირითადი უნდა იყოს ეროვნული: გოზინაყი, ხაჭაპური, საცივი და ა.შ. უმჯობესია ღვინო თეთრი ფერის იყოს. თუ სურვილი გაქვთ წითელიც შეიძლება, მაგრამ ძირითადად თეთრი უნდა იყოს. რაც მეტი ნათესავი, ახლობელი, ან ოჯახის ერთიანობის სიმბოლოები იქნება გამოსახული ეგ იქნება ძალიან კარგი.

რაც შეეხება ჩაცმულობას, რა უნდა გვეცვას?

ძირითადად ტონები ჩვენ გვაქვს ყვითელი. აქ შედის ოქროსფერი, კრემისფერი. ძირითადად ეს ფერებია, მაგრამ ვინაიდან აღვნიშნეთ, რომ მიწის სტიქია არის ერთ-ერთი მმართველი 2018 წლისა და დამატებით გვაძლევს კიდევ ფერებს. მიწის სტიქია მეგობრობს წყალთან და ხესთან, ამიტომ მათი ფერები იგივე მწვანე და ლურჯიც მისაღებია. ყავისფერიც კარგია. ეს არ ნიშნავს, რომ წითელი იკრძალება, მაგრამ მხოლოდ პატარა აქსესუარის სახით. წინა პლანზე მაინც ძირითადად ყვითელი, ბეჟი და ოქროსფერი უნდა იყოს.

სუფრის გადასაფარებელიც თუ ამ ფერებთან იქნება დაკავშირებული ძალიან კარგი იქნება. ვახსენეთ მიწის სტიქია, რომელიც ითხოვს რომ გვქონდეს ფაიფურის ან თიხის ნაკეთობები. რაც მეტი ასეთი ჭურჭელი გვექნება მაგიდაზე, უკეთესია.

ნაძვის ხე რა ფერებში უნდა იყოს მორთული?

ნაძვის ხეც ამ ფერებში თუ იქნება მოკაზმული ძალიან კარგი იქნება. ნაძვის ხისთვის ოქროსფერი ყველაზე კარგია. მწვანეც კარგია.

მოდასთან დაკავშირებით როგორი ტენდენცია იქნება? ეს ფერები იქნება წინა პლანზე?

გააჩნია რომელ დიზაინერთან. მაგალითად ვერსაჩე დიდ პატივს სცემს ასტროლოგიას, თვითონაც ერკვევა და იყენებს, მაგრამ ჩვენ, ქართველ დიზაინერებს წარმოდგენა არ აქვთ ამაზე ამას ყურადღებას არც მიაქცევენ. იმასაც გააჩნია ვინ, შესაძლოა ზოგმა გამოიყენოს.

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება გამორჩეული 2018 წელი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვალსაზრისით?

ყველაზე კარგი იქნება მორიელისთვის, სადაც გამარჯვების მმართველი არის იუპიტერი და მთელი წელი იქნება ამ ზოდიაქოში, ამიტომ ყველაზე წარმატებული მორიელია. მერე მოდის თევზები და ქალწული. ეს ნიშნებიც საკმაოდ კარგად იგრძნობენ თავს. მათ შემდეგ შეიძლება აღვნიშნოთ კურო, მშვილდოსანი, ლომი. მათთვის მეტ-ნაკლებად კარგი წელია, ოღონდ 5 ქულიანი სისტემით შეიძლება ოთხიანზე შევაფასოთ.

რაც შეეხება ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა: კირჩხიბი, სასწორი და ვერძი მათ აქვთ განსხვავებული ტენდენციები. განსაკუთრებით კირჩხიბს ეხება, წარმატება და წარუმატებლობა ენაცვლება ერთმანეთს. განსაკუთრებით რთულია მათთვის იანვარი, შემდეგ აპრილი, ასევე რთული იქნება ივლისი და ოქტომბერი. აქ დანაკარგების და კონფლიქტების არსებობა მაღალია, ამიტომ ეს თვეები უნდა გაიარონ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად. ტყუპებისთვის საშუალო წელიწადია, ხუთქულიანი სისტემით სამიანზე შეიძლება შევაფასოთ.

მერწყულისთვის წლის პირველი ნახევარი კარგია, სადღაც აგვისტომდე, ამიტომ აქ უნდა მოასწროს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება. მეორე ნახევარი რთულია, რადგან მის ზოდიაქოში გადმოვა შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა. რომელიც უკვე სხვადასხვა სახის პრობლემებს შეუქმნის, მეტად ცდუნებებს. აქ შეიძლება იყოს დაპირისპირებები მეგობრებთან, ღალატს შეიძლება ჰქონდეს ადგილი მეგობრების მხრიდან. თვალებთან შეიძლება შეექმნათ პრობლემები და სხვადასხვა სახის სირთულეები იქნება. განსაკუთრებულად მოიმატებს მათი ლტოლვა თავისუფლებისა და რეფორმებისადმი. არა და კოსმოსი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ეროვნული ტრადიციებისა და ტრაციებისადმი. ამ დროს მერწყულების გადამეტება რეფორმებისადმი და სიახლეებისადმი დისონანსში შევა ამ საერთო კოსმიურ მოთხოვნასთან. ამან შეიძლება ამ ნიშანს შეუქმნას სერიოზული პრობლემები. ამიტომ მეორე ნახევარი განსაკუთრებულად წინდახედულად უნდა გამოიყენოს.

ყველაზე რთული რასაკვირველია არის თხის რქა, იმიტომ რომ ოთხი ბოროტი პლანეტა ერთად მოიყრის თავს თხის რქის ზოდიაქოში. ამიტომ, ეს არც თუ სასიამოვნო ასატანია. მას ექნება ყველაზე დიდი ცდუნებები, პრობლემები, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ პირებთან და სამსახურთან დაკავშირებით, ამიტომ მეტი მოთმინება, სიფრთხილე, თავდაჭერა, წინდახედულობა სჭირდებათ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით კი აპრილში. ეს თვე იქნება მათთვის სერიოზული, კოსმიური ძალის გამოწვევების პერიოდი.

საქართველოსთვის როგორი წელი იქნება?

წინა 2-3 წლისგან განსხვავებით შედარებით სტაბილური იქნება. ცოტა დალაგებისკენ წავალთ, მაგრამ ეს თვალში საცემი იქნება შემდეგი წლის ბოლოსკენ. სირთულეები იქნება, განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში. სერიოზული ცვლილებები იქნება პრემიერმინისტრით დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული. ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში კარგია. ზოგიერთი გადავა მმართველობის დიქტატორულ ზღვარს, ეს ტენდენციებიც გაუჩნდება. ზოგიერთი ზედმეტად ლიბერალი აღმოჩნდება. ამიტომ იპოვიან თავის ადგილებს, ან მიუჩენენ და დარჩებიან ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკოსები, რომლებიც მეტად შეძლებენ ქვეყნის განვითარებას. 2019 წელი იქნება პირველი სასიკეთო წელიწადი. ჩვენი აღორძინება იწყება 2022 წლიდან. მაგრამ, 2019 წელი იქნება პირველი მერცხალი. ამიტომ 2018 წლის ბოლოს ნელ-ნელა უნდა დავლაგდეთ იმ კადრების კუთხით, რომლებიც 2019 წელს შეძლებენ მეტი წარმატების მოტანას. 2018 წლის ბოლოს დავლაგდებით, 2019 კი ჩვენი აღორძინების პირველი მერცხალი იქნება.

აღნიშნეთ, დიქტატორული იდეები გაუჩნდებათო, პრემიერს გულისხმობდით?

არა, პრემიერი შეიცვლება, ისევე როგორც პრეზიდენტი. სულ სხვა სახეები მოვლენ.

მინისტრთა კაბინეტშიც სერიოზული ცვლილებები იქნება?

კი. იმიტომ, რომ თხის რქა პოლიტიკის ნიშანია, სადაც ოთხი ბოროტი პლანეტაა. პოლიტიკოსები დახოცავენ ერთმანეთს.

პრეზიდენტი სხვა პარტიის წარმომადგენელი ხომ არ იქნება?

არა მგონია სხვა პარტიების განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოვლინდეს. პროცესი წავა ისევ ამ დინებით, უბრალოდ სხვა პიროვნება გახდება.

ჩვენს პოლიტიკურ ფიგურებს როგორი წელი ექნებათ?

პრემიერს ძალიან გაუჭირდება. დიდი პრობლემებია მოსალოდნელი, კირჩხიბის ზოდიაქოა. კალაძისთვის სავსებით კარგი წელი იქნება, თევზების ზოდიაქოა, ამიტომ წარმატებული იქნება წელს. ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილე სჭირდება, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. მერწყულია და შეცდომები შეიძლება ადვილად მოუვიდეს. პრეზიდენტისთვის შედარებით არაუშავს ამ წელს, პრეზიდენტად ვერ დარჩება, მაგრამ შეიძლება სხვა თანამდებობა მიიღოს, რომელიც მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება. გიგი უგულავას საშუალო წელი ექნება. სააკაშვილს ძალიან საინტერესო წელი ექნება. გაცილებით უკეთესი, ვიდრე 2017 წელი იყო. 2019-ში საერთოდ ვარსკვლავური დრო აქვს. ასევე ირაკლი ალასანიასაც. 2018 წელს ნელ-ნელა გამოცოცხლდება, არ არის გამორიცხული, რომ 2018 წელს უკვე თავი შეგვახსენოს, მაგრამ ზღაპრული წელი აქვს 2019 წელს. 2019 მშვიდლოსნებისთვის ძალიან კარგი წელია.

მსოფლიოსთვის როგორი წელი იქნება?

მარტივი არ იქნება. ცოტა დასტაბილურდება სიტუაცია. მიწის სტიქია შემოდის და მიწა უფრო სტაბილურია, ვიდრე ცეცხლის სტიქიები. მაგრამ თუ ადრე იყო ცეცხლთან დაკავშირებით მეტი კატასტროფები, ახლა მაგალითად მიწისძვრების რაოდენობა მოიმატებს. ამ მხრივ ეკოლოგიური კატასტროფები გაიზრდება. იქნება კონფლიქტები. განსაკუთრებულად, სიფრთხილე საჭიროა აპრილში. სიფრთხილე ჩვენც გვჭირდება და მსოფლიოსაც. აპრილი არის აგრესიული ენერგიების მატარებელი. მაღალი ალბათობაა ამ თვეში ტერორისტული აქტებისა, ქვეყნებს შორის დაპირისპირებებისა. ეს პერიოდი აპრილიც და შემდეგ ნაწილობრივ ივლისი ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროს მსოფლიომ, რომ სერიოზული უსიამოვნებები არ იყოს. მით უმეტეს არის ცხელი წერტილები, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და აქ დიპლომატია უნდა იყოს წამოწეული წინა პლანზე.

ყველაზე კარგი თვე რომელია?

შედარებით სტაბილურია იანვარი, თებერვალში ინფექციური დაავადებები მოიმატებს, მარტის პირველი ნახევარი კარგია, მეორე ნახევრიდან სიტუაცია დაიძაბება, რაც უკვე აპრილის მოახლოებას ნიშნავს. აპრილი რთულია. მაისის მეორე ნახევარი და ივნისი კარგი პერიოდია. შემდეგ უკვე ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი კარგია. ნოემბერში წავა სერიოზული ცვლილებები, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. აქედან წამოვა ცვლილებები სამეცნიერო კვლევის სფეროში, რომელიც დღეს საქართველოში მკვდარია. ამ პერიოდში დაიწყება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს ეკლესიაში. ასე, რომ ნოემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თვეა.

რომელი სფეროებისთვის იქნება ეს წელი უფრო მეტად გამორჩეული?

პოლიტიკოსებს უდავოდ ყველაზე სერიოზული სირთულეები აქვთ. ძალიან სერიოზულია საბანკო-ეკონომიკური და საფინანსო სექტორისთვის. მათ ექნებათ ძალიან მძიმე სამი თვე. შესაძლოა ამ პერიოდში ყირაზე დადგეს ეროვნული ვალუტა და ბევრი ბიზნესგეგმა ჩაიშალოს.

ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება?

ამ სამ თვეში ყველაფერია მოსალოდნელი. იქამდე არა, შედარებით დასტაბილურდება ამ 2-3 წელთან შედარებით, მაგრამ ამ სამმა თვემ შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს და წლის ბოლოსკენ - ნოემბრისკენ დალაგდეს. მაგრამ იმ სამ თვეში ვინც იღებს კაპიტალდაბანდებებს, მას შეიძლება ყველაფერი სერიოზულად აერიოს. ამიტომ ივლისი-აგვისტო-სექტემბერში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით. კაპიტალდაბანდებებთან, ფინანსურ სესხთან და საკრედიტო სისტემასთან მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ნოემბრიდან უკვე თანდათან უნდა დალაგდეს ეს სისტემა და უკვე 2019 წლიდან ურანის პლანეტა გადავა ფინანსების და ბიზნესის ნიშანში, რომელიც თანდათან ნელ-ნელა დაალაგებს ამ სფეროს.

საქართველოში დემოკრატიასაც ხომ არ ელოდება გამოცდა?

გამოცდა ყოველ წელს ელის, თუმცა დემოკრატიასაც გააჩნია. რა არის დემოკრატია ესეც გასარკვევია. დემოკრატია არის ის, რაც გარკვეულ ფარგლებშია და ექვემდებარება კანონს. როცა კანონი საეჭვოა, დემოკრატიაც საეჭვო ხდება ხოლმე. თუ იმ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, რაც სკანდინავიაშია და დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე შემოიღეს ოფიციალური უფლება, რომ თურმე შეიძლება ინტიმური კონტაქტი ჰქონდეს დას ძმასთან და დედას შვილთან, ეს თუ ვინმესთვის დემოკრატიაა, ასეთი დემოკრატია ჩვენთან არ იქნება ჯერჯერობით, მაგრამ ამდაგვარი შეძახილები გვექნება წლის მეორე ნახევარში.

რას გულისხმობთ?

ამ პერიოდში ურანი გადავა დემოკრატიის ნიშანში, უფრო სწორად შავი მთვარე - მაცდუნებელი ძალა გადავა დემოკრატიის ნიშანში - მერწყულში და შექმნის ფსევდო-დემოკრატიულ სურვილებს, რომელიც ყველანაირ ზღვარს გადავა. წლის მეორე ნახევარში შესაძლოა სერიოზული კონფლიქტები წარმოიქმნას ტრადიციონალისტებსა და ფსევდო-დემოკრატებს შორის. დემოკრატია ძალიან სათუო თემაა, თუ ის არ ექვემდებარება გონიერ ფარგლებს, მაშინ ის დემოკრატია აღარაა და ანარქიაში გადადის. თუმცა, სამწუხაროდ ჩვენ ამას ხშირად დემოკრატიას ვუწოდებთ. კოსმოსი წელს ყველასგან ითხოვს ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევას. ტრამპმა უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა და თქვა, რაც კარგია ეროვნული, ამერიკისთვის ის წინა პლანზე უნდა იყოს. აი ზუსტად მითითება, რომელიც ჩვენს მთავრობასაც უნდა ჰქონდეს. შეასრულებენ, წავალთ წინ, არ შეასრულებენ, გვექნება პრობლემები, იმიტომ რომ კოსმოსის მითითებებს არ ვასრულებთ. ამიტომ ვამბობ, რომ ზოგი ვერ შეძლებს ამას და დაკარგავს თანამდებობას, ვინც შეძლებს, წავა წინ.

მედიისთვის როგორი წელი იქნება?

საინტერესო, რადგან ძალიან საინტერესო მოვლენები იქნება - პოლიტიკური, ეკონომიკური, კონფლიქტური, სუიციდური, ეკოლოგიური... მოსაწყენი წელი ნამდვილად არ გექნებათ, ძალიან ბევრი სამუშაო გექნებათ.

მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევებიც ხომ არ იქნება?

ყველანაირი ჩარევები იქნება. განსაკუთრებით მეორე ნახევარი იქნება ძალიან რთული, რადგან მედიის ერთ-ერთი მმართველი მერწყულია, სადაც გადადის შავი მთვარე. ამიტომ მეორე ნახევარში იქნება სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები, საკადრო ცვლილებები, მიმართულების ცვლილებები. შეიძლება უამრავი რამე მოხდეს, რაც ძალიან ბევრს ნერვებს მოუშლის.

ახალი მედიასაშუალებებიც ხომ არ იქნება?

კი, ესეც იქნება. წლის მეორე ნახევრიდან ყველაფრისთვის მზად იყავით, ხშირად არასასიამოვნო ცვლილებებისთვის, ფსევდოდემოკრატიული ცვლილებებისთვის.

ჩვენთვის „აიპრესისთვის“ როგორი წელი იქნება?

პირველი ნახევარი კარგი იქნება. მეორე ნახევარი ცოტა უფრო რთულია. ზოგს გაუშვებენ, სამსახურიდან, ზოგს დაავალებენ ისეთ საქმეს, რომელიც სულ არ ეხერხება, ამიტომ ცოტა აირევა სიტუაცია. ეს მედიას ეხება, მათ შორის თქვენც.

თავად ძაღლის წელში დაბადებული ადამიანებისთვის როგორი წელი იქნება?

კარგი. ისინი იწყებენ 12 წლიანი განვითარების ციკლს, შესაძლებლობები მათ მიეცემათ, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მდორედ არ მიყვნენ ამ წელს. ანუ ეს წელი მათგან ითხოვს შეუპოვრობის, დისციპლინის, ორგანიზებულობის, მიზანსწრაფვის, მოთმინების, შრომისუნარიანობის გამოვლენას და რაღაცა ახლის დაწყებას. შეიძლება ეს იყოს ახალი საქმე, ახალი მეგობრული წრე, ახალი ინფორმაცია, რაღაცა სიახლეები. ისინი იწყებენ 12 სართულიანი სახლის მშენებლობას, ანუ აქ დებენ ფუნდამენტს, ეს საძირკველი უნდა იყოს ძალიან ძლიერი. რომელიც დაკავშირებულია სიახლეებთან, ახალი ხალხის შემოზიდვასთან, შეიძლება ახალი ფინანსების შემოზიდვასთან, ანუ რაღაცა უნდა იყოს გააქტიურებული. ისე, რომ მიყვება დინებას ასე არ არის, მაშინ მეტი პრობლემები შეიქმნება.

ბოლოს ქართულ ფეხბურთზეც გკითხავთ, მისთვის როგორი წელი იქნება? ისევ ისეთი წარუმატებლობა გველის?

ქართულ ფეხბურთზე საუბარი რთულია. საკმარისზე მეტი შეცდომებია. ბევრია სალაპარაკო, მაგრამ ერთს ვიტყვი, ზოგადად წელიწადი ჩვენი ფეხბურთისთვის ცუდი არ არის. წინა წელზე უკეთესი წელი იქნება. რომ გითხრათ საგრძნობი პროგრესი გვექნება-მეთქი, ეს ასე არ იქნება. მაგრამ, მცირეოდენი სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად გვექნება. 2019 წელი კიდევ უკეთესი იქნება.

მაგრამ თუ ფეხბურთის ფედერაციამ არ შემოიღო კანონი მიგრაციის შესახებ, ვხედავთ რომ უკვე 17 და 19 წლის ბიჭები მიდიან საქართველოდან. მიდიან და იქაც აღარ ჩანან და იქაც იკარგებიან ნელ-ნელა. შესაბამისად, ეს უნდა იყოს გამორიცხული. 25 წლამდე არ უნდა გაუშვან საქართველოდან, როგორც ეს ევროპაში და სხვა ბევრ ქვეყანაში იყო მიღებული. ფეხბურთელი ჯერ უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას. აქ უნდა დაღვინდეს, დალაგდეს და გახდეს ოსტატი. აპელირება იმაზე, რომ მინდორი არ გვივარგა და ა.შ. არ შეიძლება. კი არის ეს პრობლემები, მაგრამ ნელ-ნელა სწორდება. ლეგიონერების ჩამოყვანასთან ერთად უნდა შეიქმნას ძლიერი საკლუბო ფეხბურთი. ისე, თუნდაც როგორც აზერბაიჯანმა შექმნა. ამის მერე შეიძლება ლაპარაკი პროგრესზე, დონემ ამ მხრივ უნდა მოიმატოს. თუ ყველა ნიჭიერი გავუშვით აქედან და მივიღეთ „ჭე კლასის“ უცხოელები, საიდან უნდა გაიზარდოს დონე ქართულ ფეხბურთში. უნდა თუ არა მას ეს, ეს წესი უნდა იყოს მიღებული. 25 წლიდან თუ უნდა წავიდეს. სხვანაირად ძნელი იქნება წინსვლა. მარტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით და ნაკრებზე აქცენტის გაკეთებით წინ ვერ წავალთ. თუ ეს იქნება, მაშინ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებსაც სხვა სტიმული ექნებათ.

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

მიხეილ ცაგარელი: 2018 წლის ბოლოს დავლაგდებით,2019 კი ჩვენი აღორძინების I მერცხალი იქნება (ინტერვიუ)

მიხეილ ცაგარელი: 2018 წლის ბოლოს დავლაგდებით,2019 კი ჩვენი აღორძინების I მერცხალი იქნება (ინტერვიუ)
23:50 | 28 დეკემბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი