მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

ადმინისტრატორი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქეთა ჯგუფის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

განცხადების თანახმად მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი, ვინაიდან "ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. (ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით). ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45 წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია "ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩნილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში."

მეათე პრინციპთან დაკავშირებით კი განცხადებელები აღნიშნავენ, რომ ზვიად რატიანის მიმართ "არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს."

განცხადებას ხელს აწერენ: ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაზე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბაქრაძე

საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო საქმეს 28 დეკემბერს 18:30 საათზე განიხილავს. მის. შიო მღვიმელის 6ბ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისი. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
15:01 | 28 დეკემბერი, 2017

განცხადების თანახმად მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი, ვინაიდან "ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. (ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით). ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45 წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია "ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩნილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში."

მეათე პრინციპთან დაკავშირებით კი განცხადებელები აღნიშნავენ, რომ ზვიად რატიანის მიმართ "არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს."

განცხადებას ხელს აწერენ: ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაზე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბაქრაძე

საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო საქმეს 28 დეკემბერს 18:30 საათზე განიხილავს. მის. შიო მღვიმელის 6ბ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისი. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ადმინისტრატორი