ნათია კაპანაძე: შრომის მოტივაცია ძალიან რთულია იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით (ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში გამოთქმული შენიშვნები მათთვის საყურადღებოა.

როგორც ნათია კაპანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, გამოვლენილი პრობლემები უმეტეს შემთხვევაში სისტემური ხასიათისაა, რაც გაწერილი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, მათ შორის დროში გაწერილ ნაბიჯებსაც.

რა პასუხები აქვს ნათია კაპანაძეს „გამჭვირვალობის“ კვლევაში გამოთქმულ შენიშვნებთან, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა. როგორ აპირებს მაუწყებელი მათ გადაჭრას და რას ფიქრობს მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლლებებთან დაკავშირებით? - ამ საკითხებზე აჭარის მაუწყებლის დირექტორს „აიპრესი“ ესაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია 20 დეკემბერს ავტ:):

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ. კვლევაში აღნიშნულია, რომ არის წარმატებები, რაც პირადად თქვენს სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ არის რიგი გამოწვევებისა. აქვს მას ჩამოთვლილი რამდენიმე საკითხი. რას იტყვით ამ კვლევაზე, თუ ეთანხმებით მას და რა პასუხი გაქვთ?

დიდი მადლობა ამ კითხვებისთვის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი გარე დამკვირვებლის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, როცა ამას ისეთი კვალიფიციური ორგანიზაცია აკეთებს, რომელიც წლებია აკვირდება მედიაგარემოს საქართველოში.

რაც შეეხება გამოვლენილ საკითხებს და პრობლემებს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სისტემური ხასიათისაა. ეს გულისხმობს გაწერილი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის დროში გაწერილი ნაბიჯების გადადგმასაც. აქ არის ჩამოთვლილი საკითხები, რომელიც შეიძლება მოკლე დროშიც გადაიჭრას და არის საკითხები, რომლის ცვლილებებსაც ოდნავ უფრო გრძელვადიანი დაგეგმარება სჭირდება.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი ეს არის შენობა. მაუწყებელს არ აქვს საკუთარი შენობა-ნაგებობა. დროებითი სარგებლობით არსებული ქონებები, რომლის შეფასებას დავიწყებ უკვე ძირითადი ღირებულება ამ ქონების 4 მილიონზე მეტი შეიძლება იყოს. მათ შორის როგორც აღნიშნეთ მაუწყებლის სათავო ოფისი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამიტომ, ეს ძეგლი ძალიან განსხვავებულია იმ საჭიროებებისგან, რაც მედიაორგანიზაციას გამართული მუშაობისთვის სჭირდება.

გარდა იმისა, რომ სამუშაო სივრცე არ არის ადაპტირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტუდიაში ვიზიტი ძალიან გართულებულია. ერთ სტუდიაში ეს შესაძლებელია, მაგრამ ზოგადად მაუწყებელი ადაპტირებული არ არის. მეორეა გარემო, თუ რამდენად უსაფრთხოა თანამშრომლებისთვის. უმეტეს შემთხვევაში არის უფანჯრო ოთახები, არის ხის კედლები, რომელიც საკმაოდ საშიში ფონია სამუშაო პროცესისთვის. მით უმეტეს ისეთი დატვირთული პროცესისთვის, რაც ტელევიზიას აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა ის რომ შეუძლებელია სტუდიური გამართვა. არ არის ახლო იმ სტანდარტებთან, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აკმაყოფილებდეს. მეორე მხრივ რთულია პროცესები, რაც ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის არის დამახასიათებელი. ბევრად მეტ გამოწვევას უნდა უპასუხოს ადამიანების განლაგებამ, პასუხისმგებლობების დაკისრებამ და ჯერ კიდევ დგას საკითხი, რომ გადაიხედოს პოზიციები. მით უმეტეს, როცა ორგანიზაციას არ აქვს სტრატეგია, სტრატეგიის ნაწილი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი საჭირო დოკუმენტი ტექნიკური განვითარების ხედვაა. საუბარი მაქვს იმაზე, თუ რა შენაძენები უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ წლების განმავლობაში. სად უნდა წავიდეს ტექნიკური შენაძენების გეგმა და რა შედეგი შეიძლება დადგეს ამ მიმართულებით მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

გეგმის დამტკიცების გაჭიანურება რასთან არის დაკავშირებული?

ამ გეგმის დამტკიცება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის შეთანხმება. შესაბამისად მაუწყებელი ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად უნდა ხედავდეს, რა იქნება მისი ტექნიკური ბაზა, რათა დასახულ ამოცანებს გაართვას თავი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი ორგანიზაციას ექნება დასახული კონკრეტული გეგმა, თუ რა სჭირდება ორწლიან პერსპექტივაში, რა ათწლიანში. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტებში უნდა გაიწეროს ის ტექნიკური შენაძენები, რა მიზნისკენაც შეიძლება წავიდეს ორგანიზაცია. ანუ საჭიროა, ერთი მხრივ ორგანიზაციას ჰქონდეს სტრატეგია, დასახოს ძირითადი ამოცანები...

იცით, რომ მაუწყებლის შესახებ კანონი არის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტში გაწერილია ვალდებულებები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. თანაბარია ეს ვალდებულებები აჭარის მაუწყებლისა და საქართველოს მაუწყებლის მიმართ. თუმცა, საჭიროა ორგანიზაციას ჰქონდეს სტრატეგიული ხედვა. აჭარის მაუწყებლის მიმართ ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ინტერესებსაც და ამავე დროს არის რეგიონული ტელევიზია, ამ შემთხვევაში ხედვა, თუ რა არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოკუსი კიდევ ერთხელ მწვავედ დგას. ამიტომ ფუნდამენტური დოკუმენტები, რომელიც შესაძლებელია მოშორებულია ყოველდღიურ სამუშაოს, ძირითადად განსაზღვრავს ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად „გამჭვირვალობა“ რეიტინგს მიიჩნევს. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში გავიდა ახალი გადაცემები, რეიტინგები კვლავ დაბალია. ამასთან დაკავშირებით რა პასუხი გაქვთ?

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგების თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც უნდა იმსჯელოს ერთი მხრივ მაუწყებელში დასაქმებულმა ადამიანებმა და მეორე მხრივ საზოაგადოებამ იმაზე თუ რა მოლოდინები არსებობს. ჩემთვის, როგორც წარსულში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაში ჩართული ადამიანისთვის და ახლა როგორც მაუწყებლის დირექტორის პოზიციაა, რომ ამ მუშაობას სჭირდება ინდიკატორი.

შესაძლოა დღეს, XXI საუკუნეში ინდიკატორი აღარ არის მხოლოდ რეიტინგების მთვლელი კომპანიების მონაცემები, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რეგიონების მაჩვენებლები არ ითვლება. თუმცა, ძირითადი ინსტრუმენტები, რაც აქვთ მთვლელ კომპანიებს, ვფიქრობ, რომ მაუწყებელს უფრო აქტიური გამოყენების შემთხვევაში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

პირველ რიგში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავაკვირდეთ ქცევებს კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით. დავაკვრდეთ აუდიტორიის ქცევას მიგრაციას ან ინტერესს მის მიმართ. ასევე ვთხოვეთ ამ კომპანიას ჩვენი ბადის პროფესიული ანალიზი ორჯერ. მეორე მხრივ უნდა განვსაზღვროთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები და ასევე გათვლა უნდა მოხდეს ინტერნეტში, Facebook-ში ნახვებისა თუ გაზიარებების თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება მაჩვენებლის ცვლილებას, რომელიც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში ეს ცვლილება საკმაოდ სახასიათო ნაწილია. მრჩეველთა საბჭოს დოკუმენტშიც არის საუბარი და ჩვენც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე. ძირითადი საკითხები რაც საზოგადოებას უნდა მიეწოდოს არის არსებული პროდუქციის გაშუქება, ანალიზი და ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მე ვფიქრობ, რომ აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში არ შეიძლება საერთო ბადის 80% ეკავოს იმ პროდუქციას, რომელსაც მაუწყებელი თვითონ არ აწარმოებს. უკვე იანვრისთვის ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება მყარი ბადე, რომელიც მიახლოებული იქნება ერთი მხრივ კანონის მოთხოვნებთან, ხოლო მეორე მხრივ იმ პრიორიტეტებთან, რომელსაც ადგენს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო.

რა თქმა უნდა, როდესაც ჰოლივუდის პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივით მოვახდენთ, მაშინ ყურებადობა შესაძლოა იყოს ნაკლები. ეს არის ერთგვარი რისკი, მაგრამ ალბათ მსგავსი ნაბიჯების გადადგმის გარეშე მაუწყებელი დარჩება პრეზენტატორი ფილმებისა და სხვა მექანიკური პროდუქციისა თუ ის ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივი საკითხების გაშუქებას, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანის მაუწყებლის შესახებ კანონის შესრულებას ვერ შეძლებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროცესშია - შეიქმნას დილის ზოლი, შუადღის ზოლი, საღამოს ეთერი - თოქშოუები, ღამის ეთერი.

კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ თანამშრომლების მოტივაციის ნაკლებობა ერთ-ერთ გამოწვევად რჩებაო. პრობლემაა თანამშრომლების სამსახურში აღრიცვიანობაცო, ვკითხულობთ კვლევაში. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

შრომის მოტივაცია ძალიან რთულია იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით. მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ სამუშაო ოთახებში ფანჯრები არ არის და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა არ არსებობს, არ არსებობს შანსი, რომ ახალი იდეის შემთხვევაში სამუშაო ოთახიც კი გააჩნდეს ადამიანს. ამ ვითარებაში ძალიან რთულია ვისაუბროთ შრომის მოტივაციაზე.

ამასთანავე არ არის რაიმე სახელმძღვანელო დოკუმენტი ან ბერკეტები, რომელიც გამოყენებული იქნება მოტივაციისთვის არც ისეთი თანამედროვეა. ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უსაფრთხო გარემო, საკუთარი შენობა, ამით შესაძლებელი იქნება ღირსეული შრომითი პირობების დაცვა. შესაძლებელი იქნება კრეატიული იდეების შესრულება. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა მოტივაციის გამართვის ეფექტური შესაძლებლობა.

აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?

ამ მიმართულებით რაც შეიძლება გაკეთებულიყო არის ის, რომ ჩვენ გვქონდა 31 საგანგებო ეთერი 2017 წელს. ამას გარდა ჩვენი თანამშრომლების მოტივაცია იყო ამ სტანდარტებით მუშაობა, რომ ახლოს ვყოფილიყავით ადამიანების საჭიროებებთან. ვფიქრობ, რომ ასახულია საერთაშორისო კვლევებში. მაუწყებელმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ადგილობრივი არჩევნების გაშუქებას. ვფიქრობ, რომ შემდეგი წლები შესაძლოა იყოს გამორჩეული და კრეატიული გადაცემები.

მთავარი საკითხი არის უსაფრთხო გარემო და მე როგორც დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან ერთად ვიმუშავებ, ეს იქნება შრომის უსაფრთხოებასთან და შენობასთან დაკავშირებული საკითხი.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონში მაუწყებლის შესახებ ცვლილებებს. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

პროცესი, რომელიც მიდიოდა, მასში აჭარის მაუწყებელი ჩართული არ ყოფილა. ჩვენ წლის დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი საკითხის საპარლამენტო განხილვაში, ან სამუშაო შეხვედრაში ჩავერთვებოდით, რომელიც შესაძლოა შემხებლობაში ყოფილიყოს მედიასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

იცით, რომ მანამდე მაუწყებელების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ჩართული ვიყავით. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ რაიმე ცვლილებების პროცესში, სწორედ ამიტომ მივმართეთ პარლამენტს. იმედი მქონდა, რომ აჭარის ტელევიზია, როგორც მნიშვნელოვანი მედიააქტორი ჩართული ვიქნებოდით ამ პროცესში. სამწუხაროდ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთან დაკავშირება არ მომხდარა.

რაც შეეხება კანონს, რომლის პროცესზეც შეიძლება ითქვას, რომ არ იყო ღია. ვფიქრობ, რომ ის შეხვედრები, რომელიც ამ პროცესს უკავშირდება ჯერ კიდევ დიდი დისკუსიის საგანია. ეს საკითხები მნიშვნელოვანია აჭარის მაუწყებლისთვისაც, რადგან ცვლილებების ნაწილი მოიცავს აჭარის მაუწყებლის ვალდებულებებსაც. აჭარის მაუწყებლის დამატებითი საჭიროებების შესახებაც არის მსჯელობა. აქ არის საუბარი რეკლამის ნაწილში, შესყიდვების ნაწილში და ა.შ.

ანუ, რომ დავაზუსტოთ, თქვენც გეზრდებათ კომერციული რეკლამის ეთერში გაშვების უფლება?

დიახ. მითითებულია ამის შესახებ, რომ ის წესი, რომელზეც არის საუბარი გავრცელდება როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ისე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოზეც.

როგორია თქვენი პოზიცია, ეს ხომ არ დააზარალებს ტელევიზიებს შორის არსებულ კონკურენციას? თქვენ მუშაობდით წლების განმავლობაში მედიის საკითხებზე და კარგად იცით რაზეც არის საუბარი. როგორია თქვენი არა როგორც კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის, არამედ როგორც მედიის პროცესებში ჩართული ადამიანის პოზიცია?

დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ამ შემთხვევაში თქვენ ელოდებით საკითხის უფრო ფართო შეფასებას და დიდი მადლობა ამისთვის. თუ განვიხილავთ პროცესს, რა თქმა უნდა დამატებითი თანხა არასდროს არაა ზედმეტი. რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს მენეჯერს, მას შეუძლია დამატებითი თანხები დახარჯოს დამატებითი სიკეთეების შესაქმნელად. ამ თანხით შესაძლებელია ახალი გადაცემებისა და ახალი იდეების რეალიზება. თუმცა, ამას უნდა შევხედოთ ძალიან ფართოდ და უნდა შევხედოთ მთელ სურათს.

პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

თუკი ჩნდება მცირედი ეჭვი მაინც, რომ ეკონომიკური გავლენის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს და ისინი ინფორმირებულები იქნებიან, რომ დამატებით შემოსავალს მიიღებენ, სწორედ სარეკლამო დაკვეთებით. ამ შემთხვევაში მოლოდინი არსებობს, რომ საზოგადოებრივი განწყობები შეიძლება შეიცვალოს. მეორე მხრივ შეიძლება ვიფიქროთ ცოტა უფრო ვიწრო საკითხზე, ეს არის სარეკლამო ბაზრის ოდენობა და სარეკლამო ბაზრის გადანაწილება. საზოგადოებრივ მაუწყებელში ჯერ კიდევ საჭიროა გაიმართოს მენეჯმენტი და გადანაწილდეს პასუხისმგებლობები ადამიანებს შორის. ამ შემთხვევაში თუ კონკურენციაში შევალთ კერძო მაუწყებლებთან, რომელბსაც აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი და ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ეს ბაზარზე გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებას.

ეს ცვლილება რიცხვებში არც ისე დიდი იქნება, მაგრამ აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში ჩემი ზოგადი შეფასებით, მოლოდინი შეიძლება იყოს რომ ეს აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობაზე ზოგად პროცესში. ვფიქრობ, რომ ეს რისკები მთლიანობაში უნდა იყოს გათვლილი. თუ აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში შემოსავლების მოლოდინი მნიშვნელოვნად დააზიანებს მედიაგარემოს აქ აჭარაში და სხვა არხებს არ ექნება ფუნქციონირების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა ეს ცუდი იქნება აჭარის მაუწყებლის განვითარებისთვისაც.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ავტომობილები შეიძინა, როდის შეიძინეთ, რა დაჯდა და რა მარკის არის ისინი?

ჩვენ შევიძინეთ ორი ავტომობილი, ეს არის ford focus-ი, სედანის ტიპის. შეძენა განხორციელდა 19 დეკემბერს, ანუ საბოლოოდ ეს ავტომობილები მივიღეთ 19-ში. თითო ავტომობილი 44 600 ლარის ღირებულებისაა, მთლიანობაში 89 200 ლარის ოდენობისაა. ეს მანქანები 2016 წლის მოდელებია.

კიდევ ხომ არ გეგმავთ განახლებას, იგივე აპარატურის ან სხვა მიმართულებით რაიმე გეგმები ხომ არ გაქვთ?

მომდევნო წლის ბიუჯეტში რა თქმა უნდა გვაქვს ტექნიკური შენაძენები. იმ შესაძლობლობის ფარგლებშიც რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ეხება როგორც კამერებს, ისე ტექნიკური ბაზის განახლებას. რა თქმა უნდა ტექნიკური საჭიროება დგას ორგანიზაციაში და საკმაოდ მწვავედაც.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის?

არა, ჩვენ გვაქვს ასეთი პროცედურა, რომ რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს ბიჯეტს, შემდეგ მისი დამტკიცება ხდება ბორდის მიერ და ამის შემდეგ იქნება აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი.

მსგავსი სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

15 იანვარი, 2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

ნათია კაპანაძე: შრომის მოტივაცია ძალიან რთულია იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით (ინტერვიუ)

ნათია კაპანაძე: შრომის მოტივაცია ძალიან რთულია იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით (ინტერვიუ)
23:45 | 25 დეკემბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი