ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დარეგისტრირდა

ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დარეგისტრირდა

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი პირველი პირი იყო, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ჟირინოვსკის საარჩევნო ფონდის შექმნის საშუალებას მისცემს. ფონდის ფორმირება საშუალებას მისცემს კანდიდატს აგიტაცია ჩაატაროს. ცესკოს კალენდრის გეგმის მიხედვით, პარტიების კანდიდატები ცესკო-ში არა უგვიანეს 12 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატები - არა უგვიანეს 7 იანვრამდე.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, იგი თავად ვლადიმერ პუტინის შემდეგ პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს.

"ყველაფერი ცუდად იქნება, კარგი კი მხოლოდ აქ, რუსეთის ცენტრში იქნება", - აცხადებს ჟირინოვსკი. ჟირინოვსკის კანდიდატად წარდგენას ხმა 101 დელეგატიდან 100-მა მისცა. საწინააღმდეგო აზრი არავის დაუფიქსირებია.

მისი კანდიდატურა ერთსულოვანი იყო. ჟირინოვსკის ლოზუნგები იყო: "მთელი ფული დაუბრუნდეს რუსეთს", "შემცირდეს მიგრანტების რაოდენობა რუსეთში", "კეთილდღეობა ყველასათვის".

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

22 წუთის წინ

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "დიდი პატივია". "მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გამოცხადებული...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051