ეკა ბესელია: მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია

ადმინისტრატორი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიადა თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, იმ სამუშაო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ამ რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს. 

„კომიტეტში შქმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული - საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ, რომელიც გაგრძელება იქნება უკვე გატარებული 3 ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, იუსტიციის სკოლასა და მოსამართლეების სკოლას, მოსამართლეების დანიშვნის წესსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ​

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

ეკა ბესელია: მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია

ეკა ბესელია: მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია
15:17 | 16 დეკემბერი, 2017

„კომიტეტში შქმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული - საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ, რომელიც გაგრძელება იქნება უკვე გატარებული 3 ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, იუსტიციის სკოლასა და მოსამართლეების სკოლას, მოსამართლეების დანიშვნის წესსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ​

ავტორი: ადმინისტრატორი