"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების VI ტალღა დასრულდა - 43,972 ლარი მზურნველობამოკლებული მოზარდებისთვის

ადმინისტრატორი

"ფონდი ნატახტარის" პროექტის "იზრუნე მომავალზე" თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა დასრულდა. კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და "ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს" ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა პრესის წარმომადგენლებს ფონდის სამომავლო გეგმების, ინიციატივებისა და შეგროვებული თანხის შესახებ ანგარიში წარუდგინეს და   დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს.

"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა 8 ნოემბერს დაიწყო და 8 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 43, 972 ლარი  შეგროვდა. "ფონდი ნატახტარის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ასევე გააცნეს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის შედეგები, მიმდინარე პროცესები ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამომავლო გეგმები.

"2018 წელშიც გავაგრძელებეთ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მყოფი მოზარდების დახმარებას. ბენეფიციართა რაოდენობა იქნება ისევ 120-150, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ 30 მცირე საოჯახო სახლთან, 15 და უფროსი ასაკის მოზარდებთან და ასევე იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა", - განმარტა მანანა ომარაშვილმა.

"აღნიშნული თანხა მიმართული იქნება მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად, რათა ისინი მოვამზადოთ დამოუკიდებელი და ღირსეული  ცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვახორციელებდით ახალგაზრდების მხარდაჭერის ე.წ. ადვოკატობის კამაპნიას, ამით ჩვენ გვინდა მოვახდინოთ სინერგია კერძო სექტორსა და ბიზნესს შორს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობის ჩართლობას. ამით ჩვენ შევძლებთ ზრუნვის სიტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარების გაძლიერებას", - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა.  გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" და "ფონდმა ნატახტარმა" ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

კომპანია "ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა "ფონდი ნატახტარი" და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელება. ყოველ წელს, დროის გარკვეულ მონაკვეთში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  6 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 757 864 ლარი და 307 მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების VI ტალღა დასრულდა - 43,972 ლარი მზურნველობამოკლებული მოზარდებისთვის

"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების VI ტალღა დასრულდა - 43,972 ლარი მზურნველობამოკლებული მოზარდებისთვის
14:43 | 15 დეკემბერი, 2017

"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა 8 ნოემბერს დაიწყო და 8 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 43, 972 ლარი  შეგროვდა. "ფონდი ნატახტარის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ასევე გააცნეს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის შედეგები, მიმდინარე პროცესები ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამომავლო გეგმები.

"2018 წელშიც გავაგრძელებეთ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მყოფი მოზარდების დახმარებას. ბენეფიციართა რაოდენობა იქნება ისევ 120-150, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ 30 მცირე საოჯახო სახლთან, 15 და უფროსი ასაკის მოზარდებთან და ასევე იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა", - განმარტა მანანა ომარაშვილმა.

"აღნიშნული თანხა მიმართული იქნება მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად, რათა ისინი მოვამზადოთ დამოუკიდებელი და ღირსეული  ცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვახორციელებდით ახალგაზრდების მხარდაჭერის ე.წ. ადვოკატობის კამაპნიას, ამით ჩვენ გვინდა მოვახდინოთ სინერგია კერძო სექტორსა და ბიზნესს შორს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობის ჩართლობას. ამით ჩვენ შევძლებთ ზრუნვის სიტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარების გაძლიერებას", - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა.  გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" და "ფონდმა ნატახტარმა" ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

კომპანია "ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა "ფონდი ნატახტარი" და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელება. ყოველ წელს, დროის გარკვეულ მონაკვეთში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  6 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 757 864 ლარი და 307 მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

ავტორი: ადმინისტრატორი