გუგული მაღრაძე: რაშია საქმე, რატომ არის ბულიზმი?!

ადმინისტრატორი

„აგრესია და ბულიზმი (ბულინგი) ყველა საზოგადოებაში არსებობს. ჩვენი ძალიან სწორი ამოცანაა, შევიწავლოთ, რაშია საქმე, რატომ არის ბულიზმი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ რამდენიმე კვირის წინ 3 მოზარდის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობრივ ქცევას თავისი საფუძველი აქვს. 

დეპუტატი, ძალადობაზე დამყარებული სისტემის დამკვიდრებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

„უნდა შევეხო იმ ძალადობრივი ქცევის აქტებს, რომელიც ამ ბოლო ხანებში იქნა და შეძრწუნებულია მთელი საზოგადოება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გასაგონად, რომ ძალადობრივი ქცევის გავრცელება არ ხდება 1, 2 და 3 წელიწადში. ძალადობრივ ქცევას აქვს ხოლმე თავისი საფუძველი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში ისეთი სისტემა დაამკვიდრა, ძალადობაზე, შიშზე იყო ყველაფერი დამყარებული, ამის შედეგებს ვიმკით ახლა ყველა დღეს“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ. 

გუგული მაღრაძესთვის სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი მისასალმებელია, თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატური პოლიტიკურ ფიგურად აქცია. 

მაღრაძე აცხადებს, რომ მანდატურის სისტემა დასახვეწია. 

„მანდატურის ინსტიტუტი თავისთავად ცხადია მისასალმებელია, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადააქცია მანდატურის ინსტიტუტი იმად, რომ მანდატური იყო ყველაფრის კონტოლი, მანდატური იყო ფაქტობრივად პოლტიკური ფიგურა, რომელსაც უნდა გაეკეთებინა სკოლაში ის, რაც სჭირდებოდა ხელისუფლებას და ამან სრულიად ბუნებრივად შექმნა უარყოფითი დამოკიდებულება მანდატურის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ ახლა ძალიან დიდი ძლაისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ მანდატური გავხადოთ ის, რაც უნდა იყოს. მანდატური უნდა იყოს კონფლიქტების მომგვარებელი, მანდატური უნდა იყოს მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან ყველაზე საუკეთესო კონტაქტი, გულახდილი ურთიერთობა, ურთიერთგაგება. მოუსმინეთ ბავშვებს, მოუსმინეთ მოსწავლეებს, ეს უნდა იყოს მანდატურის საქმე და ჩვენ ამისთვის გვჭირდება ახლა მთელი ძალისხმევა, რომ გამოვასწოროთ ის უარყოფითი შედეგები, რაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩადო მანდატურის სამსახურში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, შეისწავლოს საზოგაოდებაში ბულინგის არსებობას რა უწყობს ხელს. 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აგრესია და ბულიზმი ყოველთვის არსებობს, ყველა საზოგაოდებაში არსებობს, მაგრამ აგრესიაც და ბულიზმიც არის თანდათანობითი პროცესების შედეგი, იმისთვის, რომ ბულიზმი არ იყოს, აგრესია არ იყოს, პირველ რიგში საზოგაოდებაში არ უნდა იყოს გავრცელებული და მოწონებული აგრესიული ქცევის ძალადობრივ ქცევაში გადასვლის მოდელები. ძალადობრივი ქცევის მოდელი როდესაც არის გაზიარებული საზოგაოდების მიერ და მოწონებული, რასაც ჩვენ მთელი ამ წინა წლების განმავლობაში ვხედავდით, სწორედ ეს იწვევს შემდეგ იმას, რომ მოზარდები ადვილად სწავლობენ ამ მოდელებს, ამიტომ, ჩვენი ძალიან სწორი ამოცანაა, რომ შევისწავლოთ რაშია საქმე, ბულიზმი რატოა, რა ფაქტორები უწყობს ხელს ამას და მინდა აღვნიშნო, რომ ბულიზმის წინააღმდეგ ტრენინგებს მასწავლებლები გადიან, მაგრამ მარტო მასწავლებელი არ შველის ამას, მთელი საზოგადოება უნდა იყოს ამისკენ დარაზმული და რაც მთავარია სახელწმიფო არ უნდა გამოდიოდეს ძალადობრივი ქცევის წყაროდ, ის რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ნამდვილად „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ არავინ საქართველოში არ აღიქვამს, დღევანდელი ხელისუფლება რაიმე ძალადობრივი ქცევის მოდელის ხელის შემწყობი და წამახალისებელია“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ პლენარულ სხდომაზე. 

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

გუგული მაღრაძე: რაშია საქმე, რატომ არის ბულიზმი?!

გუგული მაღრაძე: რაშია საქმე, რატომ არის ბულიზმი?!
14:10 | 13 დეკემბერი, 2017

მისი თქმით, ძალადობრივ ქცევას თავისი საფუძველი აქვს. 

დეპუტატი, ძალადობაზე დამყარებული სისტემის დამკვიდრებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

„უნდა შევეხო იმ ძალადობრივი ქცევის აქტებს, რომელიც ამ ბოლო ხანებში იქნა და შეძრწუნებულია მთელი საზოგადოება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გასაგონად, რომ ძალადობრივი ქცევის გავრცელება არ ხდება 1, 2 და 3 წელიწადში. ძალადობრივ ქცევას აქვს ხოლმე თავისი საფუძველი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში ისეთი სისტემა დაამკვიდრა, ძალადობაზე, შიშზე იყო ყველაფერი დამყარებული, ამის შედეგებს ვიმკით ახლა ყველა დღეს“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ. 

გუგული მაღრაძესთვის სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი მისასალმებელია, თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატური პოლიტიკურ ფიგურად აქცია. 

მაღრაძე აცხადებს, რომ მანდატურის სისტემა დასახვეწია. 

„მანდატურის ინსტიტუტი თავისთავად ცხადია მისასალმებელია, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადააქცია მანდატურის ინსტიტუტი იმად, რომ მანდატური იყო ყველაფრის კონტოლი, მანდატური იყო ფაქტობრივად პოლტიკური ფიგურა, რომელსაც უნდა გაეკეთებინა სკოლაში ის, რაც სჭირდებოდა ხელისუფლებას და ამან სრულიად ბუნებრივად შექმნა უარყოფითი დამოკიდებულება მანდატურის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ ახლა ძალიან დიდი ძლაისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ მანდატური გავხადოთ ის, რაც უნდა იყოს. მანდატური უნდა იყოს კონფლიქტების მომგვარებელი, მანდატური უნდა იყოს მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან ყველაზე საუკეთესო კონტაქტი, გულახდილი ურთიერთობა, ურთიერთგაგება. მოუსმინეთ ბავშვებს, მოუსმინეთ მოსწავლეებს, ეს უნდა იყოს მანდატურის საქმე და ჩვენ ამისთვის გვჭირდება ახლა მთელი ძალისხმევა, რომ გამოვასწოროთ ის უარყოფითი შედეგები, რაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩადო მანდატურის სამსახურში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, შეისწავლოს საზოგაოდებაში ბულინგის არსებობას რა უწყობს ხელს. 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აგრესია და ბულიზმი ყოველთვის არსებობს, ყველა საზოგაოდებაში არსებობს, მაგრამ აგრესიაც და ბულიზმიც არის თანდათანობითი პროცესების შედეგი, იმისთვის, რომ ბულიზმი არ იყოს, აგრესია არ იყოს, პირველ რიგში საზოგაოდებაში არ უნდა იყოს გავრცელებული და მოწონებული აგრესიული ქცევის ძალადობრივ ქცევაში გადასვლის მოდელები. ძალადობრივი ქცევის მოდელი როდესაც არის გაზიარებული საზოგაოდების მიერ და მოწონებული, რასაც ჩვენ მთელი ამ წინა წლების განმავლობაში ვხედავდით, სწორედ ეს იწვევს შემდეგ იმას, რომ მოზარდები ადვილად სწავლობენ ამ მოდელებს, ამიტომ, ჩვენი ძალიან სწორი ამოცანაა, რომ შევისწავლოთ რაშია საქმე, ბულიზმი რატოა, რა ფაქტორები უწყობს ხელს ამას და მინდა აღვნიშნო, რომ ბულიზმის წინააღმდეგ ტრენინგებს მასწავლებლები გადიან, მაგრამ მარტო მასწავლებელი არ შველის ამას, მთელი საზოგადოება უნდა იყოს ამისკენ დარაზმული და რაც მთავარია სახელწმიფო არ უნდა გამოდიოდეს ძალადობრივი ქცევის წყაროდ, ის რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ნამდვილად „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ არავინ საქართველოში არ აღიქვამს, დღევანდელი ხელისუფლება რაიმე ძალადობრივი ქცევის მოდელის ხელის შემწყობი და წამახალისებელია“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ პლენარულ სხდომაზე. 

ავტორი: ადმინისტრატორი