შაშკინი: ჩვენი მთავრობა სკოლებში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებდა

ადმინისტრატორი

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლებში მოსწავლეებს შორის გახშირებულ თავდასხმებს მანდატურების სამსახურის არაქმედითუნარიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. როგორც მან გადაცემაში "პირველები" განაცხადა, ყოფილი მთავრობა სკოლებში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებდა.

"შსს მინისტრმა გაიმეორა ის, რაც ვთქვი 2013 წელს. 2013 წლიდან ყოველკვირეულ რეჟიმში გიმეორებ, რომ მანდატურების სამსახურები ნადგურდება, მანდატურების სამსახურს სერიოზული პრობლემები აქვს და ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. სკოლებში მანდატურების შეყვანის იდეის ინიციატორი მე ვიყავი. 2003 წლიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ მოეგვარებინა ეს ისტორიული პრობლემა, რომლსაც სკოლებში ძალადობა ჰქვია, რომელმაც განსაკუთრებით იფეთქა 90-იან წლებში.

ყველამ კარგად იცის, თუ რა ძალადობის კერები იყო საჯარო სკოლებში. ძალადობის პრობლება ნაკლებად ეხება კერძო სკოლებს იმიტომ, რომ მათ სხვა რესუსურები აქვთ, ეს ბევრად უფრ პატარა სკოლებია. მათ ააქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ მშობლებთან. საჯარო სოლების უმრავლესობაში ეს არ ხდება.

რატომ გახდა საჯარო სკოლებში მანდატურის შეყვანა. იყო შექმნილი უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, 2009 წელს ჩვენ შევძელით სკოლებში ამ მართლაც სერიოზული პრობლემის გარდატეხა. ჩვენ მივხვდით და დავადგინეთ ერთი რამ, რომ პრობლემაა არა იმაში, რომ ბავშვებმა შეიძლება იჩხუბონ, ეს შეიძლება მოხდეს და ამის პრევენცია ძალიან რთულია. პრობლემა ისაა, რომ იმის მიუხედავად, რომ სკოლის ადმინისტრაციას  და სკოლის პედაგოგებს პრობლემის მოსაგვარებლად ყველანაირი რესურსი გააჩნიათ, თუმცა ისინი ამ რესურსებს უმრავლეს შემთხვევაში არ იყენებენ.

ამას აქვს ორი მიზეზი: სუბიექტური და ობიექტური. სკოლის დირექტორები ან ადმინსიტრაცია ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ერიდება სკოლის პრესტიჟს ამით რაიმე ზიანი მიაყენოს, რომ პრობლემა დააფიქსიროს. სკოლის მაწავლებლებს აქვთ სხვა მიდგმა, ხშირად სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს უყურებს, როგორც თავის შვილებს, რაც კარგია, მაგრამ ამას მოყვება ის, რომ ისინი ცდილობენ დამალონ, თუ მოსწავლეებმა რაიმე ცუდი გააკეთეს",-აცხადებს შაშკინი.   

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

შაშკინი: ჩვენი მთავრობა სკოლებში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებდა

შაშკინი: ჩვენი მთავრობა სკოლებში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებდა
20:56 | 8 დეკემბერი, 2017

"შსს მინისტრმა გაიმეორა ის, რაც ვთქვი 2013 წელს. 2013 წლიდან ყოველკვირეულ რეჟიმში გიმეორებ, რომ მანდატურების სამსახურები ნადგურდება, მანდატურების სამსახურს სერიოზული პრობლემები აქვს და ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. სკოლებში მანდატურების შეყვანის იდეის ინიციატორი მე ვიყავი. 2003 წლიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ მოეგვარებინა ეს ისტორიული პრობლემა, რომლსაც სკოლებში ძალადობა ჰქვია, რომელმაც განსაკუთრებით იფეთქა 90-იან წლებში.

ყველამ კარგად იცის, თუ რა ძალადობის კერები იყო საჯარო სკოლებში. ძალადობის პრობლება ნაკლებად ეხება კერძო სკოლებს იმიტომ, რომ მათ სხვა რესუსურები აქვთ, ეს ბევრად უფრ პატარა სკოლებია. მათ ააქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ მშობლებთან. საჯარო სოლების უმრავლესობაში ეს არ ხდება.

რატომ გახდა საჯარო სკოლებში მანდატურის შეყვანა. იყო შექმნილი უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, 2009 წელს ჩვენ შევძელით სკოლებში ამ მართლაც სერიოზული პრობლემის გარდატეხა. ჩვენ მივხვდით და დავადგინეთ ერთი რამ, რომ პრობლემაა არა იმაში, რომ ბავშვებმა შეიძლება იჩხუბონ, ეს შეიძლება მოხდეს და ამის პრევენცია ძალიან რთულია. პრობლემა ისაა, რომ იმის მიუხედავად, რომ სკოლის ადმინისტრაციას  და სკოლის პედაგოგებს პრობლემის მოსაგვარებლად ყველანაირი რესურსი გააჩნიათ, თუმცა ისინი ამ რესურსებს უმრავლეს შემთხვევაში არ იყენებენ.

ამას აქვს ორი მიზეზი: სუბიექტური და ობიექტური. სკოლის დირექტორები ან ადმინსიტრაცია ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ერიდება სკოლის პრესტიჟს ამით რაიმე ზიანი მიაყენოს, რომ პრობლემა დააფიქსიროს. სკოლის მაწავლებლებს აქვთ სხვა მიდგმა, ხშირად სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს უყურებს, როგორც თავის შვილებს, რაც კარგია, მაგრამ ამას მოყვება ის, რომ ისინი ცდილობენ დამალონ, თუ მოსწავლეებმა რაიმე ცუდი გააკეთეს",-აცხადებს შაშკინი.   

ავტორი: ადმინისტრატორი