რომის პაპს სურს, ''მამაო ჩვენოს'' ლოცვა უკეთესად ითარგმნოს

რომის პაპს სურს, ''მამაო ჩვენოს'' ლოცვა უკეთესად ითარგმნოს

რომის პაპი ფრანცისკე ლოცვა „მამაო ჩვენოს“ ტექსტის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ ფრაზამ "და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ არასწორი თარგმანის გამო, შესაძლოა არაზუსტად განიმარტებოდეს.

რომის პაპმა საკუთარი მოსაზრება იტალიის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში გამოთქვა. პაპ ფრანცისკეს განმარტებით, ლოცვაში მოცემული სიტყვები შესაძლოა განიმარტოს, თითქოს ღმერთი ადამიანებს ცდუნებისკენ უბიძგებს.

მან საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის მაგალითი მოიყვანა, სადაც გადაწყდა, რომ ტექსტი შეცვალონ "არ ცდუნდეთ ცდუნებით". "ეს კარგი თარგმანი არ არის," - განაცხადა მან. რომის პაპი ინიციატივით გამოდის ლოცვის ტექსტის ახალი ფორმულირება შეარჩეს, რომელიც საყოველთაოდ მიღებულ იქნება. "უფლის ლოცვა" ქრისტიანული საეკლესიო კულტურის ნაწილია.

საეკლესიო თარგმანები, როგორც წესი, ადგილობრივი ეკლესიების მიერ ვატიკანთან კოორდინირებით ხდება.

დემოკრატებმა რუსეთის, ტრამპის შტაბისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

დემოკრატებმა რუსეთის, ტრამპის შტაბისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

13 საათის წინ

სარჩელში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი რუსეთის მთავრობასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა, რათა არჩევნებში მისი ოპონენტის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია მოეხდინა. დემოკრატები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036