ჩინეთში "ბადაგონის" პარტნიორმა კომპანიამ ქართული კულტურის ცენტრი გახსნა

ადმინისტრატორი

ჩინეთში "ბადაგონის" პარტნიორმა კომპანიამ, "ბადაგონის" თანადგომითა და აქტიური ჩართულობით, ქართული კულტურის ცენტრი გახსნა.

გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ქართული კულტურის ცენტრის შესანიშნავი შენობა, თავისი ბრწყინვალე შინაარსითა და მომხიბლავი დიზაინით, ქართული ღვინის, ტურიზმისა დაზოგადად ქართული ბიზნესის ჩინეთში პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ცენტრი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მისი თითოეული დარბაზი თუ კუთხე ქართული მონასტრების, ქართული არაჩვეულებრივი ლანდშაფტების, ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა და ბადაგონის შესანიშნავი ღვინოების დემონსტრირებას ახდენს.

„მინდა მივულოცო ქართული ღვინის გულშემატკივრებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციის საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“ - განაცხადა კომპანია ბადაგონის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ჩინეთში "ბადაგონის" პარტნიორმა კომპანიამ ქართული კულტურის ცენტრი გახსნა

ჩინეთში "ბადაგონის" პარტნიორმა კომპანიამ ქართული კულტურის ცენტრი გახსნა
23:35 | 7 დეკემბერი, 2017

ქართული კულტურის ცენტრის შესანიშნავი შენობა, თავისი ბრწყინვალე შინაარსითა და მომხიბლავი დიზაინით, ქართული ღვინის, ტურიზმისა დაზოგადად ქართული ბიზნესის ჩინეთში პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ცენტრი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მისი თითოეული დარბაზი თუ კუთხე ქართული მონასტრების, ქართული არაჩვეულებრივი ლანდშაფტების, ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა და ბადაგონის შესანიშნავი ღვინოების დემონსტრირებას ახდენს.

„მინდა მივულოცო ქართული ღვინის გულშემატკივრებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციის საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“ - განაცხადა კომპანია ბადაგონის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.

ავტორი: ადმინისტრატორი