გურჯაანში მაღალქულიან პირველკურსელებს დააჯილდოებენ

ადმინისტრატორი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია, იმ 20 მაღალქულიან სტუდენტს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულად ჯილდოს , 500 ლარს მიიღებს, 26 დეკემბრისთვის გამოავლენს.

"კომისია გამარჯვებულს სამ ძირითად საგანში - ქართულ ენაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენაში მიღებული ნედლი ქულების დაჯამებით შეარჩევს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტებს ინფორმაცია მივაწოდოთ. გვინდა, განცხადების შემოტანა ყველამ შეძლოს. დაჯილდოება სავარაუდოდ 31 დეკემბერს მოხდება",-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე, მაია ბეროშვილმა.

სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში 22 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ: 1. განცხადება 2. ქულათა ამონაწერი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან; 3. სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი; 4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

გურჯაანში მაღალქულიან პირველკურსელებს დააჯილდოებენ

გურჯაანში მაღალქულიან პირველკურსელებს დააჯილდოებენ
22:08 | 7 დეკემბერი, 2017

"კომისია გამარჯვებულს სამ ძირითად საგანში - ქართულ ენაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენაში მიღებული ნედლი ქულების დაჯამებით შეარჩევს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტებს ინფორმაცია მივაწოდოთ. გვინდა, განცხადების შემოტანა ყველამ შეძლოს. დაჯილდოება სავარაუდოდ 31 დეკემბერს მოხდება",-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე, მაია ბეროშვილმა.

სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში 22 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ: 1. განცხადება 2. ქულათა ამონაწერი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან; 3. სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი; 4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ავტორი: ადმინისტრატორი