„ერთი გიორგი ინალიშვილია. მაგას მოთხოვონ პასუხი, მაგან გადაიხადა ფული. ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა ჩემი ქმარი. დამემურქნენ, ხვალ მივფრინავო, მაგრამ ვტოვებ ძმაკაცებსო და ისინი მიხედავენო. ასე მითხრა, აბა თქვას, რომ არ უთქვამს. ერთი კაცი ახლდა, ირაკლი ბახტაძე. ბათუმლები იყვნენ, შავი „მერსედესით“. ჩხაიძეა ლანჩხუთელი კიდევ, 5000 ლარზეა საუბარი. რა ვქნა, უკან უნდა მიეტანა და ვერ მიუტანა ჩემმა ქმარმა და გაუსწორდნენ. პრეზიდენტად უნდოდა მისვლა და ამიტომო, მანქანაც გატეხილიაო, რამ გატეხა, რატომაა დაზიანებული. ფული მოითხოვეს, მეკითხებოდნენ, მისი მანქანით მოძრაობსო“, - აცხადებს ეკა ტუღუში.
ქართველი მსაჯი, ილია ტუღუში, გუშინ, გარდაცვლილი იპოვნეს.
გამოძიება საქმეს 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"მოწმემ განაცხადა,რომ ის სხდომაზე დასწრებას 27 აპრილის შემდგომ მოახერხებს. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ გამოძახებულ იქნეს სასამართლოს დახმარებით", - აღნიშნა ჯიქიძემ. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა. ამ...