"დღეს ჩვენ ძალიან ცუდად ვზრდით ჩვენს შვილებს"- ინტერვიუ თამარ გაგოშიძესთან

მიხო იაშვილი

რა როლი აქვს სკოლას მოზარდის აღზრდაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს სკოლამ მის განვითარებაზე? რა არის დღეს სკოლებში ყველაზე მეტად პრობლემატური? რატომ გახშირდა ახალგაზრდებში ძალადობის გამოვლინებები და როგორ შეიძლება მისი პრევენცია?

„აიპრესის“ ამ კითხვებს ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე პასუხობს:

- პირველ რიგში, ზოგადად ძალადობაზე რომ ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს მოზარდებში ძალადობის გამომწვევი ფაქტორები და რით არის განპირობებული ასეთი გახშირებული ძალადობა ქვეყანაში? შესაძლებელია თუ არა, ვისაუბროთ 90-იანი წლების ცუდ მემკვიდრეობაზე?

- ეს მარტო ქვეყანაში არაა, მთელ მსოფლიოშია გახშირებული. მიზეზები ბევრია. არახელსაყრელი ფაქტორები კი არ აკლდება საზოგადოებას, არამედ ემატება. თავისთავად გარდატეხის ასაკში იცვლება ორგანიზმი და ჰორმონალური სისტემაც, ფაქტობრივად, სრულიად იცვლება. ეს გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, მის რეაქტიულობაზე და, შესაბამისად, ნებისმიერ გამღიზიანებელზე, შესაძლოა, მოზარდმა იმპულსურად უპასუხოს. ესაა მოცემულობა გარდატეხის ასაკის და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ნორმალურია. მაგრამ ჩვენ რა ჩარჩოში, რა კონტექსტში ვსვამთ ამ ახალგაზრდებს და რას ვთავაზობთ მათ იმისთვის, რომ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი პლუსები რაც არის: ცნობისმოყვარეობა, შემეცნების წყურვილი, რისკის შეგრძნების სურვილი... მიმართონ სწორ კალაპოტში? ეს ყველაფერი შეიძლება პლუსად აქციო. და ჩვენ რას ვთავაზობთ, საზოგადოება, აი ამაზეა საუბარი. ჩვენ კი ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ჰორმონალური ცვლილებების მიმდინარეობის დროს გარდატეხის ასაკის ადამიანი სპორტით ან რაიმე სხვა აქტივობით დააკავოს. უნდა გაიხსნას კლუბები, სხვადასხვა ტიპის, რომელშიც ბავშვი ამ თავის მოჭარბებულ ენერგიას დადებითი, პოზიტიური, სასარგებლო კუთხით დახარჯავს. ეს ერთი. 

მეორე: შეიცვალა ცხოვრება ძალიან და ის, რაც დამცავი ფაქტორი იყო წინათ და რაც მნიშვნელოვანი იყო მდგრადობისთვის, რომ პრევენცია თავისთავად განხორციელებულიყო, დღეს აღარ არის. მაგალითად, გადაადგილებული ოჯახები. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შიდა მიგრაცია. ზუსტად ამიტომ, ის გამოცდილება, რომელიც იყო ოჯახში დაგროვილი, მარგინალიზდება. რეალურად თვითონ ოჯახი ხდება მარგინალიზებული- ხვდება აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში. შესაბამისად, ამოვარდნილია კონტექსტიდან ოჯახი. ამოვარდნილი რომ არის, ბუნებრივია, შფოთვა აქვს მაღალი. შფოთვა აქვს მაღალი-უსაფრთხოებას ვერ გრძნობს. უსაფრთხოებას ვერ გრძნობს - ხდება აგრესიული. 

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მშობლები და განსაკუთრებით დედები, წასული არიან სამუშაოდ. ისინი თვითონაც მძიმე დღეში არიან და უმრავლესობას სჭირდება ფსიქოთერაპევტის დახმარება. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. იმ ასაკში, როცა ბავშვებს სჭირდებათ ახლობელი, ემოციურად მისაწვდომი ადამიანი, ვინც მასზე იზრუნებს, მასზე იფიქრებს, ასეთი ადამიანი მათ ცხოვრებაში არ არის. ესეც იწვევს ამ პრობლემას. 

გარდა ამისა, რაც არ უნდა მიჩვეულები ვიყოთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა, კვლევები გვეუბნება, რომ დაშორებული მშობლების შვილებს აქვთ სერიოზული პრობლემები ემოციების რეგულაციის. ეს არის მატრავმირებელი ფაქტორი და თუ არ არის სხვა დამცავი ფაქტორები, ხდება ასეთი აგრესიული ქცევის გამოვლინებები. 

და ბოლოს, დეპრესია - არავის არ უხარია, ყველა არის დაბოღმილი, გაბრაზებული. ეს კი სიმპტომია პოსტტრავმატული საზოგადოების. ჩვენ ვართ პოსტტრავმატული საზოგადოება და ჯერ არ გამოვსულვართ ამ მდგომარეობიდან. და დეპრესიას სხვდასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად გამოავლენს. მამაკაცებში კი დეპრესია ექსტერნალიზებულად ვლინდება, აგრესიულები ხდებიან. და რა იწვევს ამ დეპრესიას? აქ უკვე უნდა ვისაუბროთ აღზრდის პრობლემებზე. დღეს ჩვენ ძალიან ცუდად ვზრდით ჩვენ შვილებს. ფაქტობრივად, დრო არ გვრჩება მათთან კომუნიკაციისთვის. 

თუმცა ეს ფაქტორები ცალ-ცალკე თავისთავად არ მოქმედებს. როცა ყველა ერთად კუმულირდება, მაშინ შეიძლება ამან ტრიგერის როლი ითამაშოს და მივიდეთ აგრესიამდე. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, როცა იარსებებს დამცავი ფაქტორები, რომლებიც პრევენციის საშუალებას გვაძლევს, აგრესია შემცირდება. მაგალითად, სპორტული თუ სხვა სახის კლუბები, მაგალითად ემოციურად მისაწვდომი მშობელი, რომელიც კი მთელი დღე მუშაობს, მაგრამ 15 წუთს გამოჰყოფს თავისი შვილისთვის, რომ კითხოს რას გრძნობს, რას ფიქრობს.

რომ შევაჯამოთ, სახელმწიფო უნდა სთავაზობდეს მოზარდებს ალტერნატივებს, სადაც თავიანთ მოჭარბებულ ენერგიას დახარჯავენ. ასევე დიდი გავლენა აქვს 90-იანებს და იმ ტრავმატულ გამოცდილებებს, რაც ქვეყანამ გაიარა და, რაც ყველაზე ცუდია, სერიოზული პრობლემებია აღზრდაში. ესაა მინიმალური ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც ძალადობის გამომწვევი შეიძლება გახდნენ.

- სკოლას რა როლი აქვს მოზარდის აღზრდაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს სკოლამ მის განვითარებაზე? როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს სკოლებში ყველაზე მეტად პრობლემატური?

- სკოლა არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი. მასწავლებლები ზუსტად ისევე არიან ტრავმირებულები, როგორც მშობლები. მათ დაკარგეს ავტორიტეტი. ავადსახსენებელ 90-იანებში მასწავლებლების ავტორიტეტი სრულიად განადგურდა. ის პერიოდი, ჩათვალეთ, რომ ამოვარდნილია ყველანაირი კალაპოტიდან და მაშინდელმა მასწავლებლებმა ვერ შეიძინეს ის კომპეტენციები, რაც მომავალ სკოლას დასჭირდებოდა. ახალი ნაკადი კი ასეთ ავტორიტეტდაკარგულ სკოლაში და სკოლაში, სადაც არ არის კარიერული ზრდის საშუალება და არ არის თანხები, ანუ ხელფასი, რომელიც დღეს სამწუხაროდ პრესტიჟის მაჩვენებელია, არ მიდის. ამიტომ ახალგაზრდისთვის ეს პროფესია არ არის მიმზიდველი. შესაბამისად, სკოლაც ზუსტად ისეთივე ტრავმატულ სიტუაციაშია, როგორც ბავშვის მშობელი და როგორც საზოგადოება. 

თუმცა მთავარი პრობლემა სკოლამდელ პერიოდშია. გარდატეხის ასაკში აღზრდაზე საუბარი დაგვიანებულია. აღზრდა უნდა დაიწყოს საბავშვო ბაღიდან და 6 წლის ასაკში დამთავრებული უნდა იყოს. აი, ეს არის პრობლემა. საბავშვო ბაღებზე ახლა დავიწყეთ ჩვენ საუბარი. განათლების სამინისტრომ ახლაღა დაიწყო სტრატეგიების შემუშავება და მასწავლებლების გადამზადებაზე ზრუნვა. 6 წლამდე ყალიბდება ის, რასაც ვეძახით დამცავ მექანიზმებს. 

სკოლისათვის მომზადება მარტო წერა-კითხვას არ ნიშნავს. ეს არ ესმის დღეს საბავშვო ბაღს. შესაბამისად, ვიღებთ ასეთ სიტუაციას: ბავშვი გაივლის საბავშვო ბაღის პერიოდს და არის აბსოლუტურად მოუმზადებელი: იმპულსის შეკავება მან არ იცის, არავინ არ ასწავლა, თანამშრომლობა არ იცის, არავინ არ ასწავლა, მოთხოვნილების გადავადება მან არ იცის, ემპათია არ იცის. სამაგიეროდ იცის ის, რასაც ხედავს გარშემო: მედიასაშუალებებში, ოჯახში და ქუჩაში. და რას ხედავს ის? მშვენიერი მაგალითები ჩაგვრისა და ძალადობის. ბავშვი კი არის ძალიან მიმბაძველი არსება და რასაც ხედავს, იმას აკეთებს. 

ვიღებთ ასეთ სურათს, რომ საბავშვო ბაღი მორღვეულია, ოჯახის ინსტიტუტი დაკნინებული - მშობლები ვეღარ იცლიან ბავშვებისთვის. სკოლაში კომპეტენტური მასწავლებლების ნაკლებობაა. მასწავლებელთა გამოცდებში უმრავლესობა იჭრება, ახალი კადრები კი არ მოდის. რა უნდა ქნა? კატასტროფული მდგომარეობაა. 

რაც შეეხება სკოლის როლს, სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება და საბავშვო ბაღი აღმზრდელობითად. თუმცა ასე დაყოფა დღეს, ჩემი აზრით, რელევანტური აღარაა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო გაჩნდა ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი, თვითონ პრობლემური. ის, რაც იგულისხმება, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, სად უნდა ისწავლოს ბავშვმა, ოჯახში თუ ვერ სწავლობს? ჩვენ გვგონია, რომ რახან ბავშვს ოჯახი ჰყავს, იქ უნდა ისწავლოს ზრდილობა, ეთიკა და ა.შ. ამ დროს კი ოჯახის ინსტიტუტი არის განადგურებული იმ საზოგადოებაში, სადაც სვამენ ოჯახის სადღეგრძელოს. ოჯახი არის გაუბედურებული, გასაწყლებული, გამოცდილებას მოკლებული. მათ არ იციან, როგორ აღზარდონ ბავშვი. ასეთ დროს კი ლაპარაკი იმაზე, რომ სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, უადგილოა. სკოლა უნდა იყოს ცენტრი, რომელიც მოდელს მისცემს აღზრდისას მშობლებს, ასევე იქნება ღირებულებების მატარებელი და მაგალითის მიმცემი ბავშვებისთვის. 

- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მედიას ასეთ შემთხვევაში?

- მედიაც ცუდ გავლენას ახდენს, დილა იწყება ნეგატივით, უარყოფითი ამბებით, არადა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ოპტიმიზმი. ხომ უნდა სჯეროდეთ, რომ ვიღაც კარგის გამკეთებელი არის? პატარა ბავშვის ფსიქიკა არის ძალიან შავ-თეთრი, განსხვავებით დიდებისგან. მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის კარგი და რა არის ცუდი. და ვინ უნდა უთხრას? ოჯახი არ ეუბნება, სკოლა არ ეუბნება და ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. საზოგადოებაში კი ძალადობა არის წახალისებული, ჩაგვრა წახალისებულია და განმტკიცებულია დადებითად. ასეთ საზოგადოებაში საერთოდ კითხვა უნდა დავსვათ, რატომ არის ძალადობა? მიკვირს, რომ იმაზე მეტი ძალადობა არაა, რაც დღეს გვაქვს. დადებითი სურათი არ არის, ვისაც უნდა მიბაძოს. არ დაგვავიწყდეს, რომ 11 წლამდე ბავშვისთვის მასწავლებელი და მშობელი ავტორიტეტია, ჩვენ კი ამას არ ვიყენებთ. სკოლა არ ასწავლის ღირებულებებს. თვითონ სკოლაც არის გაურკვეველი ღირებულებების ქვეშ. არადა სკოლა უნდა იყოს ცენტრი იმისი, რომ ადამიანმა მაგალითები, ნიმუშები აიღოს, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე და ადამიანი. 

პრობლემა ისიცაა, რომ მშობელი დილიდან ღამემდე მუშაობს, გავარდნილია გაურკვეველი მიმართულებით, ბავშვის ცხოვრება კი მიდის თავისით. ისევე, როგორც მშობლების ცხოვრება. მათ არ უხარიათ ცხოვრება. ასეთი ადამიანი კი პოზიტიურს ვერაფერს ვერ აკეთებს. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაში ვართ. ყველამ ჩვენ-ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ-როდის ვიძალადეთ, როდის დავჩაგრეთ ვინმე, როდის მივეცით არასწორი მაგალითი, როდის დავაკელით დრო ჩვენს სტუდენტს, მოსწავლეს თუ ბავშვს.

 - განათლების მინისტრმა ისაუბრა, რომ უნდა გამკაცრდეს სკოლაში კონტროლი, უნდა გაძლიერდეს მანდატურების ინსტიტუტი, პატრულმა უნდა დაიწყოს მორიგეობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება ეს ღონისძიებები და ზოგადად დასჯაზე ორიენტირებული მიდგომა რამდენად ამართლებს? 

- მე მქონდა საუბარი განათლების მინისტრთან და არ მგონია, რომ ის ასე ხისტად ფიქრობდეს კონტროლის გამკაცრებას. იგულისხმება მონიტორინგი უფრო. მეც ვფიქრობ, რომ მონიტორინგის და ჩართულობის თვალსაზრისით, უფრო აქტიური უნდა იყოს მანდატური, მაგრამ არა დამსჯელობითი ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით, არამედ, მაგალითად, სამართლებრივი ცნობიერების გაზრდით. სწორედ ამაზე იყო საუბარი. სკოლებში არც ბავშვებმა, არც მშობლებმა და არც მასწავლებლებმა არ იციან სამართლებრივი ჩარჩოები. მანდატურებს ამ თვალსაზრისით შეუძლიათ კარგი საქმის გაკეთება. გარდა ამისა, ისინი ამით პოზიტიურ იმიჯს შეიქმნიან, როცა ჩაერთვებიან სწავლების პროცესში და აამაღლებენ სკოლებში სამართლებრივი ცოდნის დონეს. რაც შეეხება პატრულირებას, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მონიტორინგის სისტემა, როდესაც ადამიანები დაცულები იქნებიან მეტ-ნაკლებად. თუმცა ნულოვან ტოლერანტობას აზრი არ აქვს. ძალიან ბევრი კვლევა გვიჩვენებს, რომ ასეთი ძალადობრივი რეაგირება არაფრის მომტანია, რადგან პრობლემა სისტემურია. შესაბამისად, სამართალდამცველებთან თანამშრომლობა განათლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. ამიტომ სჯობს, აქცენტის გაკეთება მოხდეს განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და არა დამსჯელობით ღონისძიებებზე.

- საუბრობენ ფსიქოლოგების უფრო აქტიურ ჩართვაზე საგანმანათლებლო პროცესში. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ქართულ ფსიქოლოგიას იმის რესურსი, რომ სკოლებს მიაწოდოს კვალიფიციური კადრები? საერთოდ, რა ფუნქცია აქვს სკოლაში მომუშავე ფსიქოლოგს?

- ძალიან მიხარია, რომ განათლების მინისტრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა. იმიტომ, რომ ძალიან მიგდებული იყო ფსიქოლოგია დიდი ხნის განმავლობაში. ფსიქოლოგის პროფესია კანონმდებლობითაც კი არ არის დარეგულირებული. ახლახანს დაიწყეს ფსიქოლოგების შეყვანა სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვასთან ერთად. მაგრამ ბუნებრივია, რომ კვალიფიცირებული ფსიქოლოგების ნაკლებობა გვაქვს და ამას ვამბობ, როგორც ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. რეალურად, ის ცოდნა, რასაც ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ და ის ხარისხი არ არის იმდენად მაღალი და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. თუმცა, ძალიან ბევრი სტუდენტი, მაგისტრანტი თუ დოქტორანტი წარმატებულად მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში, მაგრამ ვისურვებდი, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იყოს. 

რა თქმა უნდა, სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტი უნდა იყოს. მაგრამ მარტო ფსიქოლოგი, რაც არ უნდ კვალიფიციური იყოს, პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ფსიქოლოგის ფუნქცია ისაა, რომ დაეხმაროს სკოლას იდენტიფიკაციაში. ყველა სკოლაში ფსიქოლოგი ვერ იქნება, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ფსიქოლოგის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარი მონიტორინგი, სიტუაციის შემფასებელი ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულებას მისცემს, გადაამისამართებს, რომელიც საგანმანათლებლო ღონისძიებებს შეუწყობს ხელს. ფსიქოლოგი თვითონ ყოველი ცალკეული შემთხვევის განხილვით ვერ დაკავდება, მაგრამ თვითონ სკოლაში უნდა არსებობდეს კრიზისული სიტუაციის გადაწყვეტის ჯგუფი, იქ არსებული რესურსით. აქ შეიძლება შედიოდნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები და მშობლები. ეს უნდა იყოს თანამშრომლობითი ჯგუფი, რომელსაც ფსიქოლოგი გაწრთვნის, რომელიც ფსიქოლოგის გარეშეც შეძლებს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

13 დეკემბერი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და...

მეტი

"დღეს ჩვენ ძალიან ცუდად ვზრდით ჩვენს შვილებს"- ინტერვიუ თამარ გაგოშიძესთან

"დღეს ჩვენ ძალიან ცუდად ვზრდით ჩვენს შვილებს"- ინტერვიუ თამარ გაგოშიძესთან
18:41 | 7 დეკემბერი, 2017

ავტორი: მიხო იაშვილი