დეპუტატი: სააკაშვილი შხაპის მისაღებად ნომერში შესვლას ცდილობდა, მაგრამ არ შეუშვეს (ვიდეო)

ადმინისტრატორი

რადაში "სახალხო ფრონტის" დეპუტატის ანტონ გერაშენკოს ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, მაგრამ ის არ შეუშვეს. როგორც გერაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილმა ქართველი ხალხი მოატყუა.

"სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი კარვების ქლაქშია, იქედან რა გამოდის. მან ქართელი ხალხი მოატყუა, რომელმაც ის გამოაგდო. მაგრამ, სამწუხაროდ პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა მისცა, რაც დიდი შეცდომა იყო. სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლასაც ცდლობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს",-აცხადებს გერაშენკო.

ცნობისთვის, 5 დეკემბერს სააკაშვილის ბინაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა, ხოლო თავად მიხეილ სააკაშვილი დააკავა. დაკავებისა და პოლიტიკოსის მიკროავტობუსში მოთავსების შემდეგ, ვითარება დაიძაბა და სააკაშვილის მომხრეებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმს შორის დაპირისპირება დაიწყო. რამდენიმე საათში მათ სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს და რადას შენობისკენ დაიძრნენ.

სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელშეწყობა და მათი დაფარვა ედება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს ნებაყოფლობით ჩაბარებისათვის 24 საათი მისცა. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები რადას შენობასთან საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

დეპუტატი: სააკაშვილი შხაპის მისაღებად ნომერში შესვლას ცდილობდა, მაგრამ არ შეუშვეს (ვიდეო)

დეპუტატი: სააკაშვილი შხაპის მისაღებად ნომერში შესვლას ცდილობდა, მაგრამ არ შეუშვეს (ვიდეო)
17:49 | 7 დეკემბერი, 2017

"სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი კარვების ქლაქშია, იქედან რა გამოდის. მან ქართელი ხალხი მოატყუა, რომელმაც ის გამოაგდო. მაგრამ, სამწუხაროდ პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა მისცა, რაც დიდი შეცდომა იყო. სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლასაც ცდლობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს",-აცხადებს გერაშენკო.

ცნობისთვის, 5 დეკემბერს სააკაშვილის ბინაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა, ხოლო თავად მიხეილ სააკაშვილი დააკავა. დაკავებისა და პოლიტიკოსის მიკროავტობუსში მოთავსების შემდეგ, ვითარება დაიძაბა და სააკაშვილის მომხრეებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმს შორის დაპირისპირება დაიწყო. რამდენიმე საათში მათ სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს და რადას შენობისკენ დაიძრნენ.

სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელშეწყობა და მათი დაფარვა ედება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს ნებაყოფლობით ჩაბარებისათვის 24 საათი მისცა. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები რადას შენობასთან საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებენ.

ავტორი: ადმინისტრატორი