გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველო რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია

ადმინისტრატორი

რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია − ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე. გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოს გამოსაძიებელ საქმეებს შორის პირველი ევროპული კონფლიქტია; ასევე, პირველი საქმეა, რომელიც საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის.

რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია. გარდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისა, ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის დანაშაულების შესახებ. შედგა არაერთი შეხვედრა პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად. დელეგაცია შეხვდა, ასევე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებს მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველო რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია

გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველო რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია
17:18 | 7 დეკემბერი, 2017

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოს გამოსაძიებელ საქმეებს შორის პირველი ევროპული კონფლიქტია; ასევე, პირველი საქმეა, რომელიც საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის.

რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია. გარდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისა, ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის დანაშაულების შესახებ. შედგა არაერთი შეხვედრა პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად. დელეგაცია შეხვდა, ასევე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებს მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი: ადმინისტრატორი