მენაღარიშვილი: იერუსალიმის სტატუსზე ისეთი გონიერება გვმართებს, რაც ბევრჯერ ვერ შევძელით

იაგო ნაცვლიშვილი

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას მწვავე აზრთა სხვადასხვაობა უკვე მოჰყვა. მისი თქმით, მდგომარეობა საკმაოდ გართულებულია, მაგრამ წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძნელია.

რაც შეეხება საქართველოს პოზიცია, საგარეო საქმეთა ექსმინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ იმგვარი გონიერება უნდა გამოიჩინოს, როგორიც ქვეყანამ ბევრჯერ ვერ შეძლო.

„ნათელია, რომ მას მოჰყვება აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობრივი დაპირისპირება. ეს ცნობილი იყო აქამდეც, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ყველა შეფასება და ყველას მიერ გადადგმული ნაბიჯი ამაზე მეტყველებდა. ისლამური სახელმწიფოს არაერთმა ლიდერმა გაფრთხილებითა და მოწოდებითაც კი მიმართა ტრამპს, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რეაქციაც შესაბამისია. ამან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს გამწვავება კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს. მაგრამ ის, რომ ამ გადაწყვეტილებას მეტად კრიტიკული შეფასება მიეცა ისლამურ სამყაროში, უკვე სახეზეა. არის შეფასებები და განცხადებები. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ის იმდენად მგრძნობიარე და მწვავე საკითხია, რომ წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძნელია. მაგრამ რეალურად მდგომარეობა საკმაოდ გართულებულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა.

კითხვაზე, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ ამ ვითარებაში და ეთანხმება თუ არა უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის პოზიციას, რომელმაც პრემიერს ღია წერილით მიმართა და მეგობარი იერუსალიმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა? - ამაზე ირაკლი მენაღარიშვილი ასე პასუხობს:

„ისრაელი ნამდვილად მეგობარი ქვეყანაა საქართველოსი. მაგრამ ამასთანავე საქართველოს ყოველთვის დაბალანსებული და აწონილი ურთიერთობა ჰქონდა ისლამურ სამყაროსთან. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების მიღებამდე სერიოზული დაფიქრება გვმართებს. ჩვენ იმგვარი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, როგორიც სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ შევძელით. ხელისუფლებაც და ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებაც უნდა დააკვირდეს მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილება ამის შესაბამისად უნდა გავაკეთოთ დასკვნა“, - აღნიშნავს მენაღარიშვილი.

ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ეტაპზე კარგად უნდა გაანალიზოს ვითარება და პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავოს? - ირაკლი მენაღარიშვილი ასე პასუხობს:

„ეს რჩევა არის უნივერსალური. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ჯერ ერთი არის პატარა ქვეყანა და მერე გეოგრაფიულად უმძიმეს კვანძში მდებარეობს. ეს კვანძი უზარმაზარ პოტენციალს იძლევა განვითარებისთვის. მეორე მხრივ ქმნის უამრავ საფრთხეს. ჩვენ დაფიქრება გვმართებს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. ამიტომ უმჯობესია ჩვენი გადაწყვეტილება სერიოზულ ანალიზზე და დაფიქრებულ მოსაზრებებს ეყრდნობოდეს“, - უთხრა ირაკლი მენაღარიშვილმა „აიპრესს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილება ისრაელში მოიწონეს, თუმცა მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ პალესტინაში და ამას აქციებიც მოჰყვა.

საქართველოს ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს. პრემიერ ღია წერილით უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა მიმართა და მოუწოდა, საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადოს მეგობარ ისრაელს. გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ურთიერთობის ეს ფორმა მისთვის მიუღებელია და პოზიცია მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

მენაღარიშვილი: იერუსალიმის სტატუსზე ისეთი გონიერება გვმართებს, რაც ბევრჯერ ვერ შევძელით

მენაღარიშვილი: იერუსალიმის სტატუსზე ისეთი გონიერება გვმართებს, რაც ბევრჯერ ვერ შევძელით
15:30 | 7 დეკემბერი, 2017

რაც შეეხება საქართველოს პოზიცია, საგარეო საქმეთა ექსმინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ იმგვარი გონიერება უნდა გამოიჩინოს, როგორიც ქვეყანამ ბევრჯერ ვერ შეძლო.

„ნათელია, რომ მას მოჰყვება აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობრივი დაპირისპირება. ეს ცნობილი იყო აქამდეც, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ყველა შეფასება და ყველას მიერ გადადგმული ნაბიჯი ამაზე მეტყველებდა. ისლამური სახელმწიფოს არაერთმა ლიდერმა გაფრთხილებითა და მოწოდებითაც კი მიმართა ტრამპს, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რეაქციაც შესაბამისია. ამან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს გამწვავება კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს. მაგრამ ის, რომ ამ გადაწყვეტილებას მეტად კრიტიკული შეფასება მიეცა ისლამურ სამყაროში, უკვე სახეზეა. არის შეფასებები და განცხადებები. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ის იმდენად მგრძნობიარე და მწვავე საკითხია, რომ წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძნელია. მაგრამ რეალურად მდგომარეობა საკმაოდ გართულებულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა.

კითხვაზე, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ ამ ვითარებაში და ეთანხმება თუ არა უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის პოზიციას, რომელმაც პრემიერს ღია წერილით მიმართა და მეგობარი იერუსალიმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა? - ამაზე ირაკლი მენაღარიშვილი ასე პასუხობს:

„ისრაელი ნამდვილად მეგობარი ქვეყანაა საქართველოსი. მაგრამ ამასთანავე საქართველოს ყოველთვის დაბალანსებული და აწონილი ურთიერთობა ჰქონდა ისლამურ სამყაროსთან. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების მიღებამდე სერიოზული დაფიქრება გვმართებს. ჩვენ იმგვარი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, როგორიც სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ შევძელით. ხელისუფლებაც და ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებაც უნდა დააკვირდეს მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილება ამის შესაბამისად უნდა გავაკეთოთ დასკვნა“, - აღნიშნავს მენაღარიშვილი.

ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ეტაპზე კარგად უნდა გაანალიზოს ვითარება და პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავოს? - ირაკლი მენაღარიშვილი ასე პასუხობს:

„ეს რჩევა არის უნივერსალური. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ჯერ ერთი არის პატარა ქვეყანა და მერე გეოგრაფიულად უმძიმეს კვანძში მდებარეობს. ეს კვანძი უზარმაზარ პოტენციალს იძლევა განვითარებისთვის. მეორე მხრივ ქმნის უამრავ საფრთხეს. ჩვენ დაფიქრება გვმართებს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. ამიტომ უმჯობესია ჩვენი გადაწყვეტილება სერიოზულ ანალიზზე და დაფიქრებულ მოსაზრებებს ეყრდნობოდეს“, - უთხრა ირაკლი მენაღარიშვილმა „აიპრესს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილება ისრაელში მოიწონეს, თუმცა მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ პალესტინაში და ამას აქციებიც მოჰყვა.

საქართველოს ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს. პრემიერ ღია წერილით უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა მიმართა და მოუწოდა, საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადოს მეგობარ ისრაელს. გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ურთიერთობის ეს ფორმა მისთვის მიუღებელია და პოზიცია მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი