პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ადმინისტრატორი

 პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მთავრობამ მოახდინა. პროექტის მიხედვით 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. მოხდება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

ორი სამინისტრო იცვლის სახელწოდებას. კერძოდ, კანონპროექტით, იშლება სპორტის სამინისტრო. სპორტის კომპონენტი უერთდება კულტურის სამინისტროს. მოხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ხდება ასევე რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელი უცვლელი რჩება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელიც უცვლელი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძველს სახელს ინარჩუნებს. 

კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებას ითვალისწინებს. შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. 

წარმოდგენილი კანონპროექტი დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებასაც ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ ძირითადი კანონპროექტის ის თანმდევი კანონპროექტები გაიწვია, რომელიც აღნიშნული სამსახურების გაერთიანებას გულისხმობდა. 

პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დღესვე გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

14 თებერვალი, 2018

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და...

მეტი

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
14:22 | 7 დეკემბერი, 2017

აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მთავრობამ მოახდინა. პროექტის მიხედვით 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. მოხდება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

ორი სამინისტრო იცვლის სახელწოდებას. კერძოდ, კანონპროექტით, იშლება სპორტის სამინისტრო. სპორტის კომპონენტი უერთდება კულტურის სამინისტროს. მოხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ხდება ასევე რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელი უცვლელი რჩება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელიც უცვლელი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძველს სახელს ინარჩუნებს. 

კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებას ითვალისწინებს. შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. 

წარმოდგენილი კანონპროექტი დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებასაც ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ ძირითადი კანონპროექტის ის თანმდევი კანონპროექტები გაიწვია, რომელიც აღნიშნული სამსახურების გაერთიანებას გულისხმობდა. 

პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დღესვე გეგმავს. 

ავტორი: ადმინისტრატორი