ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა

ადმინისტრატორი

"საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში" - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება.

ვრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად  აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფორუმის მონაწილე სხვა დელეგატების ვრცელი კომენტარები.

"თბილისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტუმარს უმასპინძლა "სარტყელისა და გზის" ფორუმის ფარგლებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის წყალობით, საქართველოს  შეუძლია აღიდგინოს პოზიციები და გახდეს მსხვილი რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", - ნათქვამია სიუჟეტში. ევრონიუსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, ქართული და უცხოური მედიის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააშუქა.  მათ შორის იყო Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა

ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა
19:52 | 6 დეკემბერი, 2017

ვრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად  აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფორუმის მონაწილე სხვა დელეგატების ვრცელი კომენტარები.

"თბილისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტუმარს უმასპინძლა "სარტყელისა და გზის" ფორუმის ფარგლებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის წყალობით, საქართველოს  შეუძლია აღიდგინოს პოზიციები და გახდეს მსხვილი რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", - ნათქვამია სიუჟეტში. ევრონიუსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, ქართული და უცხოური მედიის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააშუქა.  მათ შორის იყო Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.

ავტორი: ადმინისტრატორი