მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

  • iRegions.Ge
  • 06 დეკემბერი, 2017
  • 15:40
  • ადმინისტრატორი

მეხანძრეების, ქუთაისში გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა.

ხანძრის ლიკვიდირებას 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას გახსნის. ფინური სკოლის...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517