კალაძემ კონფერენციაში - "ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები" მიიღო მონაწილეობა

ადმინისტრატორი

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში "ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები" მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა პირისპირ შეხვედრა ევროპის საბჭოს „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის“ გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან გამართა. კახა კალაძემ ანდრეას კიფერს კონგრესის საქმიანობისთვის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციაზე კახა კალაძემ მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და ქალაქის სწორი და ეფექტური განვითარებისთვის ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მმართველობის მიმართულებით საქართველოს პროგრესი აღსანიშნავია, თუმცა ამ კუთხით გაუმჯობესების შესაძლებლობა კვლავაც არსებობს.

"ადგილობრივ დონეზე ამ პროგრესის ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო რეფორმა იყო. 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საჯაროდ სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. დაწესდა ვადები, როგორც მერთა წლიური ანგარიშების, ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს ცვლილებები ასევე, მოიცავდა სამოქალაქო ჩართულობას - მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თბილისში მუნიციპალური მომსახურების პროცესი ღიაა. შესყიდვები სრულად გამჭვირვალედ ხორციელდება. მიწოდებული მომსახურებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქის მიერ და პასუხის გასაცემად მუნიციპალიტეტს მკაცრი ვადები აქვს დაწესებული. თბილისის მერი ბიუჯეტის თითოეული ლარის დახარჯვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად წარუდგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით ჩატარდა, რომლის მიზანი რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული რეფორმების გაუმჯობესებისათვის, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება და კარგი პრაქტიკის ხელშეწყობაა.

ორდღიან სამუშაო სესიებში აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
 
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

კალაძემ კონფერენციაში - "ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები" მიიღო მონაწილეობა

კალაძემ კონფერენციაში - "ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები" მიიღო მონაწილეობა
12:04 | 6 დეკემბერი, 2017

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა პირისპირ შეხვედრა ევროპის საბჭოს „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის“ გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან გამართა. კახა კალაძემ ანდრეას კიფერს კონგრესის საქმიანობისთვის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციაზე კახა კალაძემ მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და ქალაქის სწორი და ეფექტური განვითარებისთვის ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მმართველობის მიმართულებით საქართველოს პროგრესი აღსანიშნავია, თუმცა ამ კუთხით გაუმჯობესების შესაძლებლობა კვლავაც არსებობს.

"ადგილობრივ დონეზე ამ პროგრესის ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო რეფორმა იყო. 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საჯაროდ სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. დაწესდა ვადები, როგორც მერთა წლიური ანგარიშების, ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს ცვლილებები ასევე, მოიცავდა სამოქალაქო ჩართულობას - მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თბილისში მუნიციპალური მომსახურების პროცესი ღიაა. შესყიდვები სრულად გამჭვირვალედ ხორციელდება. მიწოდებული მომსახურებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქის მიერ და პასუხის გასაცემად მუნიციპალიტეტს მკაცრი ვადები აქვს დაწესებული. თბილისის მერი ბიუჯეტის თითოეული ლარის დახარჯვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად წარუდგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით ჩატარდა, რომლის მიზანი რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული რეფორმების გაუმჯობესებისათვის, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება და კარგი პრაქტიკის ხელშეწყობაა.

ორდღიან სამუშაო სესიებში აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
 
ავტორი: ადმინისტრატორი