თბილისის ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება

ადმინისტრატორი

"ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ყურადღება დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა, რომლის პროექტიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს მიმდინარე კვირის ბოლოს გადაეგზავნება.

2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზარდა, რისთვისაც დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"აღნიშნული 60 მილიონიდან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი - 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი განვახორციელოთ. ამით ხელს შევუწყობთ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას და შესაბამისად, მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც დღეს მგზავრებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარჩენილი 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება, რომელიც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება.

"2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედაქალაქში 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება გამწვანების ღონისძიებებისკენ მიმართული თანხებიც. კერძოდ, მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები, რომელიც 2017 წელს 2 900 000 ლარს შეადგენდა, 2018 წელს, იმ ბიუჯეტით, რომელსაც ჩვენ საკრებულოში წარვადგენთ, 9 მლნ ლარამდე გაიზრდება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
 
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

14 თებერვალი, 2018

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და...

მეტი

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

თბილისის ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება

თბილისის ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება
11:54 | 6 დეკემბერი, 2017

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ყურადღება დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა, რომლის პროექტიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს მიმდინარე კვირის ბოლოს გადაეგზავნება.

2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზარდა, რისთვისაც დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"აღნიშნული 60 მილიონიდან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი - 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი განვახორციელოთ. ამით ხელს შევუწყობთ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას და შესაბამისად, მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც დღეს მგზავრებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარჩენილი 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება, რომელიც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება.

"2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედაქალაქში 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება გამწვანების ღონისძიებებისკენ მიმართული თანხებიც. კერძოდ, მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები, რომელიც 2017 წელს 2 900 000 ლარს შეადგენდა, 2018 წელს, იმ ბიუჯეტით, რომელსაც ჩვენ საკრებულოში წარვადგენთ, 9 მლნ ლარამდე გაიზრდება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
 
ავტორი: ადმინისტრატორი