დანაშაულის დაფარვისთვის 5 ბრალდებულიდან სამს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ადმინისტრატორი

2017 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ შეუპირებლად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული 5 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. 

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს: თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულ ლ.კ.-ს შეეფარდა გირაო - 5.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებული მ.კ. გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დახურულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები. ასევე გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და მიიჩნია, რომ ბრალდებულების თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ამავე საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სასამართლომ მათი ასაკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულ ლ.კ.-ს მიმართ გამოყენებული გირაო -5.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ მ.კ.-ს მშობლის-დედის მეთვალყურეობაში გადაცემა სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულების სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება. - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

13 დეკემბერი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და...

მეტი

დანაშაულის დაფარვისთვის 5 ბრალდებულიდან სამს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

დანაშაულის დაფარვისთვის 5 ბრალდებულიდან სამს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
21:39 | 5 დეკემბერი, 2017

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს: თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულ ლ.კ.-ს შეეფარდა გირაო - 5.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებული მ.კ. გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დახურულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები. ასევე გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და მიიჩნია, რომ ბრალდებულების თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ამავე საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სასამართლომ მათი ასაკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულ ლ.კ.-ს მიმართ გამოყენებული გირაო -5.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ მ.კ.-ს მშობლის-დედის მეთვალყურეობაში გადაცემა სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულების სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება. - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი