GPI: ვენის სადაზღვევო ჯგუფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ლიდერია

ადმინისტრატორი

ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIG) განაგრძობს შედეგების გაუმჯობესებას და 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, პირველია ბაზარზე.

"ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯგუფის საიმედოობასა და სტაბილურობას.  მიუხედავად ევროპაში განვითარებული  ბუნებრივი კატასტროფიებისგან გამოწვეული ფაქტორებისა, მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო პოზიტიურ შედეგებს ველით. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია 2016 წლის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება", - განმარტა ვენის სადაზრვევო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ სტადლერმა. ჯერ კიდევ უცნობია , რამდენად დიდია ოქტომბრის ბოლოს ქარიშხალ "ჰერვარდის" მიერ მიყენებული ზარალის შედეგები. ჩვენ 40-45 მილიონი ევროს ზარალის მოლოდინი გვაქვს. ქარიშხალმა გავლენა იქონია ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებზე ჩეხეთში, ავსტრიასა და პოლინეთში - აღნიშნა ელიზაბეთ სტადლერმა.

ვენის სადაზღვევი ჯგუფის მიერ მოზიდული პრემიის ზრდის ტენდენცია დამაკმაყოფილებლად ფასდება. პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთში სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებია, რაც განპირობებულია ავტო, ქონების (და სხვა) ბიზნეს პროდუქტების გაყიდვების ზრდით.

სიცოცხლის დაზღვევის ზრდის ტენდენციაა ასევე პოლონეთში, სლოვაკეთსა და რუმინეთში.  რაც შეეხება  ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის  ზრდას, რომელიც 2020 წლის გეგმის მთავარი მიზანია -  ავსტრიაზე, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოზე მოდის.

2017 წლის 3 კვარტლის შედეგების მიხედვით, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მოგებამ 331 მლ. ევრო შეადგინა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე კი ამ მაჩვენებლის 60 % მოდის. წლის განმავლობაში მოგება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პოლინეთში , უნგრეთსა და სერბეთში. ამ ქვეყნებში მოგების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა მძღოლის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის, ხოლო რუმინეთში - ავტოდაზღვევის პროდუქტების გაყიდვების ზრდამ.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

GPI: ვენის სადაზღვევო ჯგუფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ლიდერია

GPI: ვენის სადაზღვევო ჯგუფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ლიდერია
14:51 | 5 დეკემბერი, 2017

"ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯგუფის საიმედოობასა და სტაბილურობას.  მიუხედავად ევროპაში განვითარებული  ბუნებრივი კატასტროფიებისგან გამოწვეული ფაქტორებისა, მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო პოზიტიურ შედეგებს ველით. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია 2016 წლის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება", - განმარტა ვენის სადაზრვევო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ სტადლერმა. ჯერ კიდევ უცნობია , რამდენად დიდია ოქტომბრის ბოლოს ქარიშხალ "ჰერვარდის" მიერ მიყენებული ზარალის შედეგები. ჩვენ 40-45 მილიონი ევროს ზარალის მოლოდინი გვაქვს. ქარიშხალმა გავლენა იქონია ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებზე ჩეხეთში, ავსტრიასა და პოლინეთში - აღნიშნა ელიზაბეთ სტადლერმა.

ვენის სადაზღვევი ჯგუფის მიერ მოზიდული პრემიის ზრდის ტენდენცია დამაკმაყოფილებლად ფასდება. პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთში სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებია, რაც განპირობებულია ავტო, ქონების (და სხვა) ბიზნეს პროდუქტების გაყიდვების ზრდით.

სიცოცხლის დაზღვევის ზრდის ტენდენციაა ასევე პოლონეთში, სლოვაკეთსა და რუმინეთში.  რაც შეეხება  ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის  ზრდას, რომელიც 2020 წლის გეგმის მთავარი მიზანია -  ავსტრიაზე, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოზე მოდის.

2017 წლის 3 კვარტლის შედეგების მიხედვით, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მოგებამ 331 მლ. ევრო შეადგინა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე კი ამ მაჩვენებლის 60 % მოდის. წლის განმავლობაში მოგება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პოლინეთში , უნგრეთსა და სერბეთში. ამ ქვეყნებში მოგების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა მძღოლის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის, ხოლო რუმინეთში - ავტოდაზღვევის პროდუქტების გაყიდვების ზრდამ.

ავტორი: ადმინისტრატორი