სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება

ადმინისტრატორი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა,საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ტუნაძეებში ხანძრის ადგილი დაათვალიერეს. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა შენობა, რომელიც სოფლის საჯარო სკოლის დროებით ფართს წარმოადგენდა. ამ ეტაპზე უკვე მოძიებულია ალტერნატიული ფართი და სასწავლო პროცესი სოფელში უახლოეს დღეებში განახლდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის სოფელში აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 4 სართულიანი შენობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის და პედაგოგებისთვის და ადმინისტრაციული დანიშნულების კაბინეტები. შენობაში განთავსდება სპორტული დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ მოპირკეთებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყობა ლითონის კვადრატული ღობე. ასევე მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის.
 
სამუშაოებს, რომლისთვისაც 658000 ლარია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მეფური“ ახორციელებს. სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება

სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება
18:55 | 5 დეკემბერი, 2017
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის სოფელში აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 4 სართულიანი შენობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის და პედაგოგებისთვის და ადმინისტრაციული დანიშნულების კაბინეტები. შენობაში განთავსდება სპორტული დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ მოპირკეთებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყობა ლითონის კვადრატული ღობე. ასევე მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის.
 
სამუშაოებს, რომლისთვისაც 658000 ლარია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მეფური“ ახორციელებს. სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
ავტორი: ადმინისტრატორი