ქედის, შუახევისა და ხულოს სკოლის დირექტორებისთვის უსაფრთხოების თემის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ადმინისტრატორი

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის დირექტორებისთვის და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების თემის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის სამმართველო და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ესწრებოდა.

ინგა შამილიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, შესაძლო რისკების და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა და ქმედითი ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა.

ინგა შამილიშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს, რაც რეგიონებში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე გამახვილდა, რა მიმართულებითაც უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები, ჩატარდეს ტრენინგები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ბათუმის მასწავლებელთა სახლი.

მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

14 თებერვალი, 2018

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და...

მეტი

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

ქედის, შუახევისა და ხულოს სკოლის დირექტორებისთვის უსაფრთხოების თემის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქედის, შუახევისა და ხულოს სკოლის დირექტორებისთვის უსაფრთხოების თემის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
17:36 | 5 დეკემბერი, 2017

ინგა შამილიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, შესაძლო რისკების და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა და ქმედითი ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა.

ინგა შამილიშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს, რაც რეგიონებში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე გამახვილდა, რა მიმართულებითაც უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები, ჩატარდეს ტრენინგები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ბათუმის მასწავლებელთა სახლი.

ავტორი: ადმინისტრატორი