ქალაქ შორაპნში, ანტიკური ხანის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

ქალაქ შორაპნის ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ ექსპედიციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროგრამის მიზანია განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლებს რესტავრაცია – კონსერვაციის სამუშაოები, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ მოვლა – პატრონობას, მეცნიერულ კვლევას და შემდეგ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოების განახლებას. სააგენტოს სარესტავრაციო ჯგუფმა, გასულ წელს, გაამაგრა შორაპნის ციხის ზღუდის ჩრდილოეთის კედლის ერთი ნაწილი, შემდეგ კი, გასული წლის ნოემბრის თვეში, მუნიციპალიტეტის თხოვნის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა არქეოლოგიური, შედარებით მცირე მასშტაბის, სამუშაოები შოროპნის ციხეზე. საექსპედიციო ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტის მერს, კახაბერ მახათაძეს შეხვდნენ და პროექტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს.

შორაპანში პირველი დაზვერვითი სამუშაოები 1949 წელს აკადემიკოსმა ს. ყაუხჩიშვილმა განახორციელა, ხოლო ამავე საუკუნის 80 – იან წლებში, აქ დაგეგმილ სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერ აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძ. პროფ. ვახტანგ ჯაფარიძე) განახორციელა მნიშვნელოვანი მასშტაბის სამუშაოები. სწორედ ზემოაღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გახდა შესაზლებელი გასული საუკუნის 80 – იანი წლებიდან დიდი მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

ქალაქ შორაპნში, ანტიკური ხანის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

 ქალაქ შორაპნში, ანტიკური ხანის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
12:16 | 5 დეკემბერი, 2017

ქალაქ შორაპნის ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ ექსპედიციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროგრამის მიზანია განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლებს რესტავრაცია – კონსერვაციის სამუშაოები, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ მოვლა – პატრონობას, მეცნიერულ კვლევას და შემდეგ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოების განახლებას. სააგენტოს სარესტავრაციო ჯგუფმა, გასულ წელს, გაამაგრა შორაპნის ციხის ზღუდის ჩრდილოეთის კედლის ერთი ნაწილი, შემდეგ კი, გასული წლის ნოემბრის თვეში, მუნიციპალიტეტის თხოვნის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა არქეოლოგიური, შედარებით მცირე მასშტაბის, სამუშაოები შოროპნის ციხეზე. საექსპედიციო ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტის მერს, კახაბერ მახათაძეს შეხვდნენ და პროექტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს.

შორაპანში პირველი დაზვერვითი სამუშაოები 1949 წელს აკადემიკოსმა ს. ყაუხჩიშვილმა განახორციელა, ხოლო ამავე საუკუნის 80 – იან წლებში, აქ დაგეგმილ სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერ აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძ. პროფ. ვახტანგ ჯაფარიძე) განახორციელა მნიშვნელოვანი მასშტაბის სამუშაოები. სწორედ ზემოაღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გახდა შესაზლებელი გასული საუკუნის 80 – იანი წლებიდან დიდი მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.

ავტორი: ადმინისტრატორი