"კაცია-ადამინი?!" დაუნის სინდრომის და შშმ პირების შესრულებით (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)

ირმა მესხია

ინტეგრირებულმა თეატრმა "აზდაკის ბაღი" მორიგი ერთმოქმედებიანი სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!" შესთავაზა მაყურებელს, სადაც  დაუნის სინდრიმისა და სხვა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე პირებთან ერთად პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ. 

როგორც „აიპრესთან“ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი ამბობს, „ეს მათთვის პირველი სპექტაკლი არ არის, რიგით მე-4 სპექტაკლია. ილია ჭავჭავაძე იმიტომ ავიღეთ, რომ 2017 წელი ილიას წელი იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „კაცია ადამიანი?!“. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თეატრი შედგება თეატრად...", - განაცხადა გაბრიაშვილმა. 

რეჟისორი თბილისის მერიაა თხოვნით მიმართავს, თუ შესაძლებლობა იქნება "აზდაკის თეატრი" მუნიციპალური გახდეს. 

"თხოვნა  გვაქვს დედაქალაქის მერიასთან, თეატრი მუნიციპალური თუ გახდება და ეს ადამიანები მიიღებენ ანაზღაურებას,  ეს იქნება ქვეყნისთვის და დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის კარგი. შენობაში სადაც ვართ, ყოველთვიურ იჯარას ვიხდით. დეკემბრის თვის ჩათვლით იჯარის თანხას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გვიხდიდა. იდეაც კი არ გვაქვს 2018 წლის იანვრიდან საიდან გადავიხადოთ იჯარა" - განაცხადა ივანე(ბაჩო) გაბრიაშვილმა.

ცნობისთვის სპექტაკლში მონაწილეობდნენ: გიორგი ტატიშვილი, ლექსო ფოდიაშვილი, სესილი ღვინჯილია, ლყკა უშვერიძე, გიგო შიუკაშვილი, მარიამ ლომიძე, ლევან გოცაძე, ანა ცოცხალაშვილი, ანი ჭანტურიძე, ლუკა დუაძე, ვანო ხმალაძე, მარიამ ხარძიანი, ნიკოლოზ კახელი, ნინო ზაკალაშვილი, ქეთევან ცეცხლაძე, დიმა ჭითანავა, სალომე უბილავა, ნიკოლოზ შარიქაძე, ირაკლი მათეშვილი, გიორი ოშაყმაშვილი, სალომე მათიაშვილი, დიანა დიმიტრაძე, სოფო უბილავა, ანა ცეცხლაძე, ანა ხაჩიძე.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მუსუკალური გაფორმება გიორგი ჯიქიას  ეკუთვნის. კოსტუმების მხატვარი თამარ რუსეიშვილი, ხოლო მხატვრად-დეკორატორი ზვიად ნადირაშვილი იყო. 

დამდგმელი რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

"კაცია-ადამინი?!" დაუნის სინდრომის და შშმ პირების შესრულებით (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)

"კაცია-ადამინი?!" დაუნის სინდრომის და შშმ პირების შესრულებით (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
01:28 | 5 დეკემბერი, 2017

როგორც „აიპრესთან“ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი ამბობს, „ეს მათთვის პირველი სპექტაკლი არ არის, რიგით მე-4 სპექტაკლია. ილია ჭავჭავაძე იმიტომ ავიღეთ, რომ 2017 წელი ილიას წელი იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „კაცია ადამიანი?!“. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თეატრი შედგება თეატრად...", - განაცხადა გაბრიაშვილმა. 

რეჟისორი თბილისის მერიაა თხოვნით მიმართავს, თუ შესაძლებლობა იქნება "აზდაკის თეატრი" მუნიციპალური გახდეს. 

"თხოვნა  გვაქვს დედაქალაქის მერიასთან, თეატრი მუნიციპალური თუ გახდება და ეს ადამიანები მიიღებენ ანაზღაურებას,  ეს იქნება ქვეყნისთვის და დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის კარგი. შენობაში სადაც ვართ, ყოველთვიურ იჯარას ვიხდით. დეკემბრის თვის ჩათვლით იჯარის თანხას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გვიხდიდა. იდეაც კი არ გვაქვს 2018 წლის იანვრიდან საიდან გადავიხადოთ იჯარა" - განაცხადა ივანე(ბაჩო) გაბრიაშვილმა.

ცნობისთვის სპექტაკლში მონაწილეობდნენ: გიორგი ტატიშვილი, ლექსო ფოდიაშვილი, სესილი ღვინჯილია, ლყკა უშვერიძე, გიგო შიუკაშვილი, მარიამ ლომიძე, ლევან გოცაძე, ანა ცოცხალაშვილი, ანი ჭანტურიძე, ლუკა დუაძე, ვანო ხმალაძე, მარიამ ხარძიანი, ნიკოლოზ კახელი, ნინო ზაკალაშვილი, ქეთევან ცეცხლაძე, დიმა ჭითანავა, სალომე უბილავა, ნიკოლოზ შარიქაძე, ირაკლი მათეშვილი, გიორი ოშაყმაშვილი, სალომე მათიაშვილი, დიანა დიმიტრაძე, სოფო უბილავა, ანა ცეცხლაძე, ანა ხაჩიძე.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მუსუკალური გაფორმება გიორგი ჯიქიას  ეკუთვნის. კოსტუმების მხატვარი თამარ რუსეიშვილი, ხოლო მხატვრად-დეკორატორი ზვიად ნადირაშვილი იყო. 

დამდგმელი რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი

დამდგმელი რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი

ავტორი: ირმა მესხია